ჯერემი ლინს მეორე რაუნდში ელიან

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ, "ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებელმა ჯერემი ლინმა მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიშები განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ჩინური წარმოშობის კალათბურთელმა 2 აპრილს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და რეგულარული სეზონი ვეღარ დაასრულა.

ექიმების ვარაუდით, ლინი ვერ შეძლებდა ამ სეზონში მოედანზე გასვლას, მაგრამ ახლა არსებობს ჯერემის პლეი ოფში თამაშის შანსი. ექიმების პროგნოზების მიხედვით, ლინი მეორე რაუნდში უნდა დაუბრუნდეს "ნიუ იორკს".

მაგრამ მცველს შესაძლოა, წელს მაინც აღარ მოუწიოს თამაში, რადგან "ნიუ იორკს" აღმოსავლეთში მეშვიდე ან მერვე განთესვის ნომერი ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
პლეი ოფის პირველ რაუნდში "ნიქსის" მეტოქე "ჩიკაგო" ან "მაიამი" იქნება.

ამ გუნდებთან "ნიუ იორკს" წარმატების მინიმალური შანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული