"დალასმა" მართლაც დასანანი მარცხი იწვნია, რადგან თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო.
"მავერიქსმა" თამაში ზედიზედ რვა ქულით გახსნა, რომლის დროსაც დურანტმა პირველი ოთხი ტყორცნა ააცილა. სხვათა შორის, ასეთივე დასაწყისი ჰქონდა "დალასის" ლიდერ დირკ ნოვიცკის.
თამაში თითქმის ერთნაირი სცენარით მიდიოდა - სტუმრები გაიქცეოდნენ და "ოკლაჰომა" საპასუხო სპურტით ახერხებდა მეტოქის დაწევას. საწყისი 0:8-ის შემდეგ
ერთი ასეთი მომენტი მესამე მეოთხედშიც იყო, როცა ტერიმ მატჩში მეოთხე სამქულიანი ჩააგდო. "დალასი" 9:0 გაიქცა და შვიდი ქულით დაწინაურდა - 73:66.
საბოლოოდ სტუმრებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მთელი მატჩის განმავლობაში არც ისე დამაჯერებლად მოთამაშე ნოვიცკიმ თავისი 25 ქულიდან 11 ბოლო ხუთ წუთში მოიპოვა.
სირენამდე 9 წამით ადრე სწორედ გერმანელის ორი საჯარიმოთი "დალასი" უკანასკნელად გავიდა წინ - 98:97. შემდეგ იყო დურანტის ზემოთ ნახსენები ორქულიანი. "დალასს" ტაიმ-აუტების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. ამიტომაც გადამრჩენი ტყორცნის შესრულება ვეღარ მოასწრო.
დასავლეთი
ოკლაჰომა-დალასი 99:98
22:26, 26:25, 21:22, 30:25
ო: უესტბრუკი (28+5 პასი+3 ჩაჭრა), დურანტი (25+6 მოხსნა+4 დაფარება), იბაკა (22+6 მოხსნა+5 დაფარება), ჰარდენი (19+6 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (25+5 მოხსნა), ტერი (20+5 პასი), მერიონი (17+8 მოხსნა), კარტერი (13+7 მოხსნა), კიდი (8+6 მოხსნა+5 პასი+7 ჩაჭრა).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"