არადა, მეორე მეოთხედის შუაში დაფიქსირებული ანგარიში არ მიანიშნებდა იმაზე, რომ მატჩს დაძაბული ფინალი ექნებოდა. უესტბრუკის ზედიზედ ექვსი ქულის შემდეგ "ოკლაჰომას" უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა. მაგრამ კარლაილის შეგირდებმა ოპერატიულად იზრუნეს ინტრიგის დაბრუნებაზე და 17:4 გაქცევის წყალობით მიუახლოვდნენ მეტოქეს. დიდი შესვენებისთვის დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 20 ქულა იყო.
ამის შემდეგ გერმანელმა ვარსკვლავმა ოდნავ უკლო თამაშს და მეორე ტაიმში 11 ქულა მიითვალა, მაგრამ "დალასის" რიგებში სხვა ლიდერები გამოჩნდნენ. მაგალითად, დელონტე უესტი,
თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ დელონტე საჭირო დროს აგდებდა ბურთებს - ორჯერ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი უესტი მხოლოდ ორი წუთი გამოჩნდა მოედანზე. გადამწყვეტ მომენტში კარლაილმა მცველის სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, რაც ოდნავ საეჭვო ნაბიჯი იყო.
მით უმეტეს, რომ უესტის ნაცვლად შემოსული ტერი უარყოფითი ნიშნით უფრო გამოირჩა. სწორედ მან დაუშვა სირენამდე 50 წამით ადრე კატასტროფული შეცდომა. "თანდერს" ორი წამი რჩებოდა ბურთის თამაშში შესატანად და სასროლად, ტერიმ კი რატომღაც დურანტზე ჯარიმა აიღო. ასეთ დარღვევას ამ მატჩში არ პატიობდნენ, რადგან გუნდები თითქმის უშეცდომოდ ესროდნენ საჯარიმოებს - მასპინძლებმა 39-იდან 37 თავისუფალი ჩააგდეს.
ტერის შეცდომა ერთადერთი არ არის, რომელიც "დალასმა" მატჩის ბოლო ორ წუთში დაუშვა. ამ ეპიზოდამდე ცოტა ხნით ადრე სამქულიანი ააცილა ნოვიცკიმ. არადა, უახლოესი მეურვე ორი-სამი მეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
მოგვიანებით გერმანელმა კიდევ ერთხელ ააცილა. ამიტომაც გუნდის გადარჩენა ტერიმ აიღო თავის თავზე. მის განკარგულებაში 15 წამი იყო და სამქულიანი სჭირდებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად. მისთვის სამწუხაროდ, კარგი სასროლი მდგომარეობა ვერ მიიღო და ორჯერ მოუხერხებელი სიტუაციიდან ისროლა და ააცილა.
ოკლაჰომა-დალასი 102:99
32:24, 25:26, 22:27, 23:22
ო: უესტბრუკი (29), დურანტი (26+10 მოხსნა), ჰარდენი (15+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პერკინსი (13+6 მოხსნა), ფიშერი (11), კოლისონი (4), იბაკა (2), კუკი (2).
დ: ნოვიცკი (31+6 მოხსნა), მერიონი (15+8 მოხსნა), ტერი (13), უესტი (13), კიდი (10+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაინმი (9+5 მოხსნა), კარტერი (5+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰეივუდი (2), რაიტი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.8/41.8), სამქულიანები (31.3/21.7), საჯარიმოები (94.9/87.5).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"