სათადარიგო და სტუდენტი "დრიმ თიმში"

AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტის" მცველი ჯეიმს ჰარდენი და კენტუკის უნივერსიტეტის გუნდის ცენტრი ენტონი დევისი ოფიციალურად შეიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, - წერს ამერიკული პრესა.

"ასეთ ადრეულ ასაკში ოლიმპიადაზე შენი ქვეყნის წარმოჩენის შანსი - უდიდესი პატივია ჩემთვის. უბედნიერესი ვარ იმის გამო, რომ შემიძლია ამ დიდი გუნდის ნაწილი გავხდე", - განაცხადა სააგენტო AP-თან კომენტარში დევისმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ენტონი დევისი კენტუკისთან ერთად NCAA-ის სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა. სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ 2012 წლის დრაფტის პირველ ნომერს.

რაც შეეხება ჯეიმს ჰარდენს, წელს მან
რეგულარულ ჩემპიონატში 62 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.8 ქულა, 4.1 მოხსნა და 3.7 შედეგიანი პასი მიითვალა. "ოკლაჰომაში" ის სათადარიგო მოთამაშეა და წელს "საუკეთესო მეექვსე მოთამაშის" პრიზის მთავარი მაძიებელი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული