ბაირონ დევისის ერთწლიანი არდადეგები

AutoSharing Option
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა ბაირონ დევისმა "მაიამისთან" სერიაში მძიმე ტრავმა მიიღო.

კერძოდ, ვეტერანმა პლეიმეიკერმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. 33 წლის დევისმა უკვე გაიკეთა ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ ბაირონმა "მაიამისთან" პლეი ოფის მეოთხე მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო დაზიანება.

ექიმების შეფასებით, აღდგენით კურსს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, რამაც უკვე წარმოშვა ჭორი იმის შესახებ, რომ დევისმა, შესაძლოა, უახლოეს ხანში დაასრულოს კარიერა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსში" კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მაიკ ვუდსონი კლუბის
ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ვუდსონმა 15 მარტს შეცვალა მაიკ დ’ენტონი და რეგულარულში დარჩენილ 24 მატჩში 18 მოიგო.

კლუბის ერთ-ერთმა შეფმა ჯეიმს დოლანმა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები ვუდსონთან. ამ უკანასკნელის გარდა, "ნიქსის" მწვრთნელობის კანდიდატად ლეგენდარულ ფილ ჯექსონსაც ასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული