რა თქმა უნდა, "მეჯიქი" ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, უფრო მეტიც, ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები მცირე სხვაობით იგებდნენ - 71:69. წინ გასვლა მათ ნელსონის წყალობით შეძლეს, რომელმაც ხუთ წუთში სამი შორეული ტყორცნის შესრულება მოახერხა.
თუმცა ვან განდის შეგირდების სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. გუნდმა კვლავ
სირენამდე ხუთი წუთით მასპინძლების უპირატესობა ორნიშნა გახდა. იმ მომენტში მატჩის საბოლოო შედეგში ეჭვი აღარავის ეპარებოდა.
ინდიანაპოლისურმა კლუბმა 2005 წლის შემდეგ პირველად გააღწია პლეი ოფის მეორე რაუნდში.
ინდიანა-ორლანდო 105:87
28:19, 22:28, 19:24, 36:16
ი: გრეინჯერი (25+3 პასი), კოლისონი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰილი (15+6 მოხსნა), უესტი (12+8 მოხსნა+2 დაფარება), ჰიბერტი (11+7 მოხსნა+2 დაფარება), ჯორჯი (8+6 მოხსნა), ბარბოზა (7+6 მოხსნა+3 პასი), ამუნდსონი (6), ჰენსბრო (2).
ო: ნელსონი (27+5 პასი), დევისი (15+8 მოხსნა+2 დაფარება), ანდერსონი (14), რედიკი (12), რიჩარდსონი (8), თურქოგლუ (7+5 მოხსნა), კლარკი (2+5 მოხსნა), რიჩარდსონი (2), დუჰონი (0+3 პასი+3 ჩაჭრა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.4/42.1), სამქულიანები (52.9/36.7), საჯარიმოები (71.4/63.2).
სერია: 4-1
* * *
სულ მცირედი დააკლდა "ბოსტონს" იმისთვის, რომ "ინდიანას" შეერთებოდა და მეოთხედფინალის საგზური მოეპოვებინა.
მატჩის ბოლო წუთებს გუნდები თანაბრად შეხვდნენ. როგორც კი რომელიმე გუნდი წინ გაიჭრებოდა, მეტოქე მაშინვე ახერხებდა დაწევას. მაგალითად, სირენამდე ოთხი წუთით ადრე, ჯონსონის ტყორცნის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა. ჩამორჩენის გასაბათილებლად დოკ რივერსს ერთი ტაიმ-აუტი დასჭირდა.
მწვრთნელის დარიგებების შემდეგ, სტუმრებმა 7:0 გაქცევა მოაწყვეს, მაგრამ ფინიშამდე წუთით ადრე ისევ მდევრის როლში აღმოჩდნენ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილ დროში "ატლანტას" ქულა არ დაუგროვება, ხოლო პირსმა სამქულიანი ჩააგდო, "კელტებმა" გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსი მიიღეს.
სირენამდე ათი წამით რჩებოდა, როცა გვერდითი ხაზიდან ბურთი ჯოშ სმიტმა შეიტანა, მაგრამ ეს ძალიან ცუდად გააკეთა - პასი რაჟონ რონდომ ჩაჭრა.
"სელტიქსს" ტაიმ-აუტი დარჩენილი აღარ ჰქონდა, ამიტომაც მცველი სწრაფად წავიდა წინ, მაგრამ ჯერ კინაღამ დაკარგა ბურთი, შემდეგ კი გარნეტს ვერ გაუკეთა პასი, რითაც წყალში ჩაყარა ამ მატჩში თავისი ბრწყინვალე გამოსვლა. ცნობისთვის, ბოლო შეტევაში რაჟონს ჰორფორდი უპირისპირდებოდა.
ამ ცენტრმა დაბრუნების შემდეგ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა და უკვე გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები - ელი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ატლანტა-ბოსტონი 87:86
15:21, 25:19, 26:24, 21:22
ა: ჰორფორდი (19+11 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი+3 ჩაჭრა), ტიგი (16+5 პასი+2 დაფარება), ჯონსონი (15+4 პასი), უილიამსი (15), სმიტი (13+16 მოხსნა+6 პასი), ჰაინრიხი (7), დამპიე (2).
ბ: პირსი (16+6 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (16+7 მოხსნა), ალენი (15+4 პასი), ბასი (14+7 მოხსნა), რონდო (13+12 პასი+5 ჩაჭრა+5 მოხსნა), ჰოლინზი (5), დულინგი (3), ბრელდი (2), პიეტრუსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.6/44.2), სამქულიანები (43.8/42.9), საჯარიმოები (85.7/80).
სერია: 2-3
* * *
"ფილადელფია" სამართლიანად იმსახურებდა ამ მატჩში დამარცხებას, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ ტაიმში დაგროვილი 26 ქულით საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. იმიტომაც, რომ თამაშიდან 32 პროცენტის სიზუსტით ესროლა.
და კიდევ, იგუოდალამ და ჰოლიდეიმ 36 ცდიდან მხოლოდ ცხრაჯერ ისროლეს ზუსტად, სასტარტო ხუთეულის კიდევ ორმა წევრმა - ბრენდმა და ტერნერმა ერთად ათი ქულაც კი ვერ მოაგროვეს.
რა თქმა უნდა, შეტევაში პრობლემები "ჩიკაგოსაც" ჰქონდა, მაგრამ ნაკლებად კრიტიკული. ლუოლ დენგმა დაამტკიცა, რომ ის წელს შემთხვევით არ აუყვანიათ "ყველა ვარსკვლავის მატჩზე". მან ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო და ორი ნაბიჯი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა კარლოს ბუზერმა, რომელმაც ექვსი შედეგიანი პასით პლეი ოფში პირადი რეკორდი გაიმეორა.
ჩიკაგო-ფილადელფია 77:69
17:16, 18:10, 22:22, 20:21
ჩ: დენგი (24+8 მოხსნა+2 დაფარება), ბუზერი (19+13 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (8+7 მოხსნა+4 დაფარება), ბრიუერი (6+8 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (6), უოტსონი (5+7 პასი), ლუკასი (5), აშიქი (4+6 მოხსნა+3 დაფარება).
ფ: ჰოლიდეი (16+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), უილიამსი (13+3 პასი), ჰეიესი (11+14 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), იგუოდალა (11+3 ჩაჭრა), ალენი (9+6 მოხსნა+2 დაფარება), ბრენდი (5+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერნერი (4+8 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.5/32.1), სამქულიანები (50/18.2), საჯარიმოები (36.4/70.8).
სერია: 2-3
* * *
"დენვერმა" ვერ შეძლო კობი ბრაიანტის შეჩერება, რომელმაც გუშინ 43 ქულა ჩააგდო, სამაგიეროდ, "ნაგეტსის" რიგებში აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელმაც ბინუმისა და გასოლის წყვილის დაჩაგვრა მოახერხა და სტუმრების მოულოდნელი გამარჯვებაც ამის წყალობით შედგა. ეს კალათბურთელია "დენვერის" ცენტრი ჯავალ მაკგი.
სირენამდე ოთხი წუთით ადრე სტუმრები კომფორტულად (11 ქულის სხვაობით) იგებდნენ, მაგრამ ცნობილია, რომ "ლეიკერსის" წინააღმდეგ მოდუნება დაღუპვის ტოლფასია. კობის მიერ წუთნახევარში ჩაგდებული ზედიზედ სამი სამქულიანის შემდეგ, "დენვერის" უპირატესობა ორ ქულამდე დავიდა.
ამის შემდეგ ჯორჯ კარლის შეგირდებმა არაერთი საჩუქარი უძღვნეს მეტოქეს: ლოუსონმა და ჰარინგტონმა საჯარიმოები ააცილეს, მილერმა თამაშიდან ვერ ჩააგდო... მაგრამ კალიფორნიელებმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენეს. ბრაიანტს მნიშვნელოვან მომენტში ხელი აუკანკალდა - მან სამჯერ ააცილა ბურთი, მათ შორის სირენამდე ხუთი წამით ადრე.
მატჩის შემდეგ გაჩნდა აზრის იმის შესახებ, რომ "ლეიკერსის" დამრიგებელმა მაიკ ბრაუნმა შეგნებულად დათმო მატჩი, რათა დისკვალიფიცირებულ მეტა უორლდ პისს რაც შეიძლება ნაკლები შეხვედრა გამოეტოვებინა "ოკლაჰომასთან" მომდევნო რაუნდში. ეს კალათბურთელი "ლეიკერსს" დურანტისა და უესტბრუკის გასანეიტრალებლად სჭირდება.
ლეიკერსი-დენვერი 99:102
23:26, 20:23, 22:27, 34:26
ლ: ბრაიანტი (43+6 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (16+11 მოხსნა), ბარნსი (11), გასოლი (9+10 მოხსნა+3 დაფარება), სეშენსი (9+6 პასი+6 მოხსნა), ბლეიკი (8+6 მოხსნა+4 პასი), იბენქსი (3), ჰილი (0+5 მოხსნა).
დ: მილერი (24+8 პასი), მაკგი (21+14 მოხსნა+2 დაფარება), აფლალო (19+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), გალინარი (14+5 მოხსნა), ფარიდი (10+9 მოხსნა), ლოუსონი (9+8 პასი), ჰარინგტონი (3+5 მოხსნა), ბრიუერი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.5/32.1), სამქულიანები (50/18.2), საჯარიმოები (36.4/70.8).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38.9/45.9), სამქულიანები (37.5/15.8), საჯარიმოები (76.9/77.8).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"