ლებრონ ჯეიმსი - სამგზის MVP

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გასული სეზონის MVP-ის ტიტულს "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მოიპოვებს.

ლებრონის დახმარებით "ჰიტმა" მეორე ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში - მან რეგულარულ ჩემპიონატში 46 მატჩი მოიგო და ოთხი გამარჯვებით ჩამორჩა ლიდერ "ჩიკაგოს". თავად "მაიამის" ლიდერი კი საშუალოდ მატჩში 27.1 ქულას, 7.9 მოხსნას, 6.2 შედეგიან გადაცემასა და 1.9 ჩაჭრას აგროვებდა.

NBA ოფიციალურ შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებს. როგორც ინკოგნიტო წყარო იტყობინება, MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ჯეიმსის მთავარი
კონკურენტები იყვნენ კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), კრის პოლი ("კლიპერსი"), კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") და ტონი პარკერი ("სან ანტონიო").

P. S. 13 მაისს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ლებრონი კარიერაში მესამედ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე. 120 ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად, ჯეიმსმა 1074 ქულა მიიღო და შესამჩნევად გაუსწრო დურანტსა (889 ქულა) და პოლს (385).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული