დუეინ უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის დუეტმა ამ მატჩში 62 ქულა დააგროვა. დუეინი ხშირად იღებდა საკუთარ თავზე თამაშს, საფირმო გარღვევებს ასრულებდა და ამ აქტიურობის წყალობით, 14 საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო. აქედან მხოლოდ ერთხელ შეცდა.
გარდა ამისა, ვარსკვლავური დუეტი შესანიშნავად გამოიყურებოდა დაცვაში. მათი დამსახურებაა ის, რომ ჩააგდეს შეხვედრა გრეინჯერმა და ჯორჯმა, რომლებმაც
გარდა ამისა, "პეისერსის" სასტარტო ხუთეულის ერთბაშად სამმა წევრმა (ჰილი, ჯორჯი და ჰიბერტი) საკმაოდ დიდი დრო ხუთ-ხუთი პერსონალურით ითამაშა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფლორიდელებს არ გამოუვიდათ ძალების მინიმალური დახარჯვით თამაშის მოგება. მაგალითად, პირველ ტაიმში სტუმრები საკმაოდ დამაჯერებლად იგებდნენ.
მათ გამოცდილება და სიმშვიდე არ ეყოთ ამ უპირატესობის შესნარჩუნებლად. მატჩის ბოლოს ახალგაზრდა გუნდის სულელურმა შეცდომებმა "ინდიანას" პატარა სენსაციის მოხდენის საშუალება არ მისცა. ბევრს ცდებოდნენ შორეული ტყორცნებისას და ფარიდან ასხლეტილი ბურთის დაუფლების შემდეგ, მაიამელები ზედიზედ გარბოდნენ კონტრშეტევაში.
ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო წუთებში "ინდიანას" შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა - ბოლო ხუთ წუთში მან თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.
მაიამი-ინდიანა 95:86
20:23, 22:25, 28:22, 25:16
მ: ჯეიმსი (32+15 მოხსნა+5 პასი), უეიდი (29+4 პასი), ბოში (13+5 მოხსნა), ენტონი (9+7 მოხსნა), ჩელმერსი (4+3 პასი), ტურიაფი (4), მილერი (2+3 პასი), ჰასლემი (2+5 მოხსნა).
ი: უესტი (17+12 მოხსნა+3 პასი), ჰიბერტი (17+11 მოხსნა), კოლისონი (10+6 პასი), ჰილი (10+3 პასი), ბარბოზა (9), ჰენსბრო (8), გრეინჯერი (7+3 პასი), ჯორჯი (6+3 ჩაჭრა), ჯონსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.7/40.3), სამქულიანები (0/23.5), საჯარიმოები (76.3/71.4).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"