უნიკალური ლარი ბერდი

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი ლარი ბერდი მორიგი პრიზის მფლობელი გახდა.

ამჯერად ლეგენდარული კალათბურთელი 2011-12 წლების სეზონში NBA-ს საუკეთესო გენერალურ მენეჯერად დაასახელეს. 30 კლუბის მენეჯერების გამოკითხვაში ლარიმ 12 პირველი ადგილი მოიპოვა. საბოლოოდ "ბოსტონის" ლეგენდამ 88 ქულა დააგროვა.

ლარი ბერდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც სეზონის შედეგების მიხედვით სამი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. უფრო ადრე ბერდმა საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მოიპოვა. ამას ლარიმ საუკეთესო მენეჯერის ტიტულიც დაუმატა.

* * *
"ატლანტა ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ, შესაძლოა, თავისი
ამჟამინდელი კლუბი "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსზე" გაცვალოს.

54 წლის სპეციალისტს "ატლანტასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. კლუბს აქვს უფლება, დრიუსთან ერთი წლით გაახანგრძლივოს ხელშეკრულება, მაგრამ, როგორც ჩანს, "ჰოქსი" არ გამოიყენებს ხელშეკრულების ამ პუნქტს.

ვარაუდობენ, რომ დრიუს შემდეგი სამუშაო ადგილი "პორტლენდი" გახდება, რომელიც მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა მარტში ნეიტ მაკმილანის განთავისუფლების შემდეგ.

2011-12 წლების სეზონში "ატლანტამ" დრიუს ხელმძღვანელობით 66 მატჩში 40 მოიგო, მაგრამ პლეი ოფის პირველ რაუნდში წააგო "ბოსტონთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული