"სპურსის" რვიდან რვა

AutoSharing Option
დღის მეორე მატჩს თითქმის არ ჰქონდა ინტრიგა, რადგან 0:3-ზე "კლიპერსს" "სან ანტონიოსთან" სერიის გადარჩენის არანაირი შანსი არ გააჩნდა. სერიის მეოთხე მატჩი ტექსასელთა დომინირებით დაიწყო.

გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა პირველი მეოთხედის შუაში ფანტასტიკური გაქცევა განახორციელეს - 14:0.

"კლიპერსი" განადგურებას გადაურჩა იმ მცირე უპირატესობის წყალობით, რომელსაც მასპინძლები "სპურსის" სპურტის წინ ფლობდნენ. გარდა ამისა, იაქტიურა კრის პოლმა, რომელმაც თავისი ასისტენტური და შეტევითი თვისებებით "კლიპერსს" ერთ ქულამდე შეამცირებინა სხვაობა.

მესამე მეოთხედში პოლმა ისევ გამოიჩინა თავი და აიყოლია თავისიანები. ფოიესა და ბატლერს უფრო ზუსტად რომ ესროლათ,
მასპინძლები ბოლო შესვენებაზე უფრო დიდი უპირატესობით გავიდოდნენ.

ასე კი გრიფინმა მესამე მეოთხედში 12 ქულა დააგროვა და "კლიპერსმა" დაიბრუნა ლიდერობა - პირველად საწყისი მეოთხედის სტარტის შემდეგ.

ბოლო 12-წუთეულში გრინისა და ნილის სამქულიანებმა, აგრეთვე, დანკანისა და დიაოს საჯარიმოებმა "სპურსს" უპირატესობა დაუბრუნა. თანაბარი ანგარიშის დროს კი მატჩის ბედი გადაწყვიტა გამთამაშებლების დუელმა.

პოლმა და პარკერმა პასუხისმგებლობა აიღეს მატჩის საბოლოო შედეგზე და ამ დაპირისპირებაში უფრო გამოცდილმა ფრანგმა გაიმარჯვა. მისი ოთხი ქულა გახდა პასუხი პოლის მიერ ჯარიმით ჩაგდებულ სამ ქულაზე.

და პარკერის ეს წარმატება გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. პოლმა დანკანის პერსონალურის შემდეგ ორი საჯარიმოს გამოყენების მიუხედავად, ორი ცუდი შეტევა განახორციელა. ჯერ დანკანისგან ბლოკი მიიღო, შემდეგ კი ჯინობილის ჩააჭრევინა ბურთი.

ბოლო შეტევისას კი ვარდნაში ურთულესი ტყორცნის განხორციელება გადაწყვიტა და ფარს ძლივს მოარტყა ბურთი.

"სპურსმა" ზედიზედ მეორე სერია მოიგო "მშრალი" ანგარიშით და ჯერჯერობით მისი შემჩერებელი არ ჩანს.

კლიპერსი-სან ანტონიო 99:102
21:26, 26:25, 28:23, 24:28
კ: პოლი (23+11 პასი+6 მოხსნა), გრიფინი (21+5 მოხსნა), ბლედსოუ (17+3 ჩაჭრა), ჯორდანი (10+8 მოხსნა+3 დაფარება), ფოიე (8+3 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (7), ბატლერი (6), იანგი (3), მარტინი (2), სიმონსი (2), ევანსი (0+5 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (21+9 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), პარკერი (17+5 პასი), გრინი (14+6 მოხსნა+4 პასი), ნილი (14+3 პასი), ჯინობილი (11+4 პასი), სპლიტერი (11+7 მოხსნა), ლეონარდი (5+5 მოხსნა), ბონერი (5), ჯექსონი (2+4 პასი), დიაო (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.7/52.8), სამქულიანები (25/40), საჯარიმოები (68.4/74.1).
სერია: 0-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული