სტენ ვან განდიმ, რომელიც 2012 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე არაპოპულარულ მწვრთნელად დაასახელეს, "ორლანდო" 2007 წლის ზაფხულში ჩაიბარა.
კლუბის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ვან განდის გაწეული სამუშაოსთვის და დაამატა, რომ "მეჯიქს" სამწვრთნელო შტაბში გარდაქმნები ესაჭიროებოდა. მწვრთნელის წასვლის ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, ვან განდის განთავისუფლების მთავარი მიზეზი გახდა მისი კონფლიქტი გუნდის ლიდერ დუაიტ ჰოვარდთან.
"ორლანდოს" ცენტრმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება მწვრთნელის მუშაობის გამო და
ვან განდის წასვლის შემდეგ "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი ძირითადი კანდიდატი განიხილება: შონ ბრაუნი, რომელიც "ინდიანა პეისერსში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და მაიკლ მელოუნი, რომელსაც იგივე თანამდებობა აქვს "გოლდენ სტეიტში". იმავე პრესის ცნობით, ამ ორიდან ერთ-ერთის კანდიდატურას დუაიტ ჰოვარდი ითხოვს.
ვან განდის ხელმძღვანელობით "ორლანდო" ხუთჯერ გავიდა პლეი ოფში. 2008-09 წლების სეზონში "ჯადოქრებმა" ფინალში გააღწიეს, სადაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" დამარცხდნენ. წელს "მეჯიქი" პირველივე რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას. სულ სტენმა "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის რანგში 259 მატჩი მოიგო და 135-ჯერ დამარცხდა.
რაც შეეხება ოტის სმიტს, ის "ორლანდოში" 2006 წლიდან მუშაობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"