"ფილადელფიას" მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილური თამაში უჭირს, მის სნაიპერებს ოთხი მეოთხედი სიზუსტე არ ჰყოფნით... ყველა რთული ორქულიანი, ქულები ბრძოლაში, სამქულიანები, ძალისმიერი გარღვევები მათ პირველ ტაიმში გამოიყენეს, როცა მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.
სპურტი არცერთ გუნდს ჰქონია, მაგრამ "ბოსტონი" მუდმივად 3-5 ქულით ჩამორჩებოდა. შესანიშნავად გამოიყურებოდა
პირველ ტაიმში "სელტიქსის" რიგებში არ გამოჩნდა ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თავის გუნდს წინ გაუძღვებოდა. წარუმატებელი სასტარტო 12-წუთეულის შემდეგ მეორე მეოთხედში გაიღვიძა გარნეტმა, მაგრამ ის ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელიც პირველ ორ მატჩში ჰქონდა.
საშუალო და შორი მანძილებიდან ისროდა პირსი, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ იქნებოდა გადამწყვეტი სპურტისთვის. "ბოსტონი" ტრადიციულად აგებდა მოხსნებში, ვერ აგდებდა სამქულიანებს, მაგრამ მასპინძლები თავგანწირვით იცავდნენ თავს და "ფილადელფიამ" ვერცერთი გაქცევის მოწყობა ვერ შეძლო.
მეორე ნახევარში გამოჩნდა ამ მატჩის გმირი. ბრენდონ ბასმა 12 წუთში მისთვის სარეკორდო 18 ქულა დააგროვა. ის "კელტების" პრაქტიკულად ყველა შეტევაში იღებდა მონაწილეობას. რაჟონ რონდომაც მომენტალურად იგრძნო სტუმრების რიგებში არეულობა და ბასს პასებით ამარაგებდა.
როგორც იქნა, კარგად გამოიყენა თავისი სათამაშო დრო მიკაელ პიეტრუსმა. ფრანგი შეტევაში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ დაცვას სერიოზულად ამაგრებდა. "ფილადელფიის" დაცვას მთელი ყურადღება პირსისკენ და გარნეტისკენ ჰქონდა გადატანილი, ამასობაში კი გრეგ სტიმსმამ 10 ქულა დააგროვა. "სიქსერზს" თამაში აერია.
თუ პირველ ტაიმში ბურთი მორჩილად ეშვებოდა "სელტიქსის" კალათში, მეორეში იშვიათად ახარებდა სტუმრებს.
თავიდან "კელტებმა" 10:2 გაქცევა მოაწყვეს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კიდევ ერთი სპურტი (16:6) დაუმატეს, რის შემდეგაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. კოლინზმა შემადგენლობის როტაცია სცადა. ამისთვის მას შემსრულებლები არ აკლია, მაგრამ ზედიზედ მეორედ 18-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთული საქმე იყო.
"სიქსერზის" რიგებში ამჯერად არ აღმოჩნდა გმირი. მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა ფანტასტიკური რიტმი დაიჭირეს. რონდოს მეთაურობით, "სელტიქსის" შეტევების სისწრაფე და მრავალფეროვნება სულ სხვა დონისა იყო. საქმის გამარჯვებამდე მიყვანა რთული აღარ ყოფილა.
ბოსტონი-ფილადელფია 101:85
23:27, 24:23, 28:16, 26:19
ბ: ბასი (27+6 მოხსნა+2 დაფარება), გარნეტი (20+6 მოხსნა), პირსი (16+3 პასი), რონდო (13+14 პასი), სტიმსმა (10+3 დაფარება), ალენი (5), პავლოვიჩი (3), პიეტრუსი (3), დენიელსი (2), ჰოლინზი (2).
ფ: ბრენდი (19), ალენი (12), ტერნერი (11+10 მოხსნა+3 პასი), ჰეიესი (10+5 მოხსნა+3 პასი), ჰოლიდეი (10+7 პასი), უილიამსი (9), იგუოდალა (8+6 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), იანგი (6).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (52.2/46.8), სამქულიანები (20/33.3), საჯარიმოები (78.8/62.5).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"