კრის ბოში სერიის მეხუთე და მეექვსე მატჩებს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ოკლაჰომასთან" სერიის მეხუთე მატჩის შემდეგ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა კალიფორნიული კლუბის დატოვება არ გამორიცხა.

24 წლის კალათბურთელის თქმით, ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

"არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა კარიერას "ლეიკერსში", - ამბობს ბინუმი NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. - და ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რაც უნდა იყოს, მზად ვარ, ნებისმიერ გუნდში ვითამაშო. ვნახოთ, ყველაფერი ხელმძღვანელობის სურვილზე იქნება დამოკიდებული. საერთოდ კი, სიამოვნებით დავრჩებოდი "ლეიკერსში".

* * *
ამასობაში "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი ფორვარდი კრის ბოში, რომელიც მუცლის კუნთის დაზიანების შემდეგ
აღდგენით კურსს გადის, მონაწილეობას ვერ მიიღებს "ინდიანა პეისერსთან" სერიის მეხუთე და მეექვსე მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ანგარიშია - 2:2. ბოშმა ტრავმა ამ სერიის პირველ შეხვედრაში მიიღო.

მეხუთე მატჩი 23 მაისს გაიმართება "მაიამის" მოედანზე, მეექვსე - 25 მაისს "ინდიანას" არენაზე.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ბოში მეშვიდე თამაშში მონაწილეობას, თუ ამ მატჩის ჩატარება გახდება საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული