როგორც იცით, გასოლს ამ სეზონის წინაც უწინასწარმეტყველებდნენ "ლეიკერსის" დატოვებას, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა სამმხრივი გარიგება "ლეიკერსს", "ჰიუსტონსა" და "ნიუ ორლეანს" შორის.
ახლა ესპანელი ლეგიონერი გაცვლის შედეგად შესაძლოა "ჰიუსტონის", "ჩიკაგოს", "მინესოტას" ან "ორლანდოს" შემადგენლობაში აღმოჩნდეს.
როგორც იცით, "ლეიკერსი" მიმდინარე პლეი ოფს ორი დღის წინ ჩამოშორდა, როცა მეოთხედფინალური სერია წააგო "ოკლაჰომასთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"