"მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ, რომელიც აგრძელებს აღდგენით პროცესს მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, თავის "ტვიტერზე" განათავსა ფოტო, რომელშიც ის NBA-ს პლეი ოფის მატჩს აეროპორტში პირდაპირ ბარგის ხაზზე წამოწოლილი უყურებს.
"არ ვტოვებ NBA-ს პლეი ოფის მატჩებს მაშინაც კი, როცა ჩემს ძმას აეროპორტში ვხვდები", - დაწერა რუბიომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"