მიუხედავად იმისა, რომ "შარლოტ ბობკეტსმა" რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და მომავალ დრაფტზე პირველი ნომრის მიღების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, ბედმა "ნიუ ორლეან ჰორნეტს" გაუღიმა. სწორედ მან მოიგო 2012 წლის დრაფტის ლატარია.
"ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია მომავალი გამარჯვებებისკენ", - განაცხადა კლუბის მფლობელმა ტომ ბენსონმა.
სხვათა შორის "ნიუ ორლეანს" პირველ რაუნდში ორი კალათბურთელის არჩევის უფლება ექნება.
"შარლოტში" კი დრაფტის ლატარიაში წაგება მშვიდად მიიღეს.
"ჩვენ მაინც ავიყვანათ ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს. როცა გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ შვიდ მატჩს მოიგებს, მას შემადგენლობის გასაძლიერებლად ფართო არეალი ექმნება", - აღნიშნა "შარლოტის" გენერალურმა მენეჯერმა რიკ ჩომ.
დრაფტის 14 საუკეთესო კალათბურთელს ასეთი თანმიმდევრობით აირჩევენ:
1. ნიუ ორლეანი
2. შარლოტი
3. ვაშინგტონი
4. კლივლენდი
5. საკრამენტო
6. ბრუკლინი
7. გოლდენ სტეიტი
8. ტორონტო
9. დეტროიტი
10. ნიუ ორლეანი
11. პორტლენდი
12. მილუოკი
13. ფინიქსი
14. ჰიუსტონი
"ბრუკლინის" ნაცვლად მეექვსე ნომრად "პორტლენდი" აირჩევს. "ბლეიზერსმა" ეს უფლება ტრეიდის მეშვეობით მოიპოვა.
2012 წლის დრაფტის ცერემონია 28 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"