რონდოს, ალენისა და პირსის ტრიოს მიერ სროლების საშინელი რეალიზაციის, წაგებული ფარისა და "მაიამიში" კრის ბოშის დაბრუნების მიუხედავად, "ბოსტონმა" სტუმრად გამარჯვება გამოგლიჯა "ჰიტს", ძირითადად, დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით.
შესაბამისად, სტუმრებმა პატარა სასწაული ჩაიდინეს. მათ დაცვას მხოლოდ მატჩის პირველ ნაწილში გაუჭირდა, როცა "მაიამიმ" 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია. პირველი 31 ქულიდან 29 თავ
დოკ რივერსი მიჩვეულია, რომ ალენი მატჩის დიდი ნაწილი ჩრდილში იმყოფება; პირსს შეიძლება სროლა არ წაუვიდეს; რონდო კი ხანდახან ისეთ სიტუაციებში ცდება, როცა ბურთს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ფარში ჩავარდეს. როგორც გითხარით, ამ ტრიომ კატასტროფული მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა - 43-იდან 11 ბურთი ჩააგდო.
რის ხარჯზეა შესაძლებელი ასეთ დროს მატჩის მოგება? გამოცდილების ხარჯზე. იმ დროს, როცა სხვა ლიდერებს თამაში არ მისდიოდათ, 36 წლის კევინ გარნეტმა იტვირთა შეტევების მთელი სიმძიმე და არც საკუთარ ნახევარზე ივიწყებდა "შავი" სამუშაოს შესრულებას.
დანარჩენი "ბოსტონი" მესამე მეოთხედის ბოლოსკენ გამოცოცხლდა და სტიმსმას, პიეტრუსისა და პირსის აქტიურობის წყალობით 6-ქულიანი ჩამორჩენა 5-ქულიან უპირატესობად აქცია.
საინტერესოა, რომ "მაიამიმ" 216 წამის განმავლობაში ქულა ვერ აიღო: ვერ ჩააგდო ბასის ტექნიკური პერსონალურისთვის მიღებული საჯარიმო და გააფუჭა ზედიზედ ცხრა შეტევა. რამდენიმე შეცდომის შემდეგ კრის ბოში მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
აქ კვლავ მოჰკიდა საქმეს ხელი ბოშის გარეშე დარჩენილმა "დიდმა ტრიომ". ჯეიმსმა და უეიდმა თავიანთი გუნდის 18 ქულიდან 15 საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს. ეს სპურტი უეიდის ბრწყინვალე სლალომით დასრულდა - 78:72 "მაიამის" სასარგებლოდ.
იქვე დუეინმა ბასის წინააღმდეგ ულამაზესი დაფარება შეასრულა, თუმცა მის ბლოკშოტს მომენტალურად მოჰყვა პიეტრუსის სამქულიანი რონდოს პასის შემდეგ. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ ფრანგი ისევ დატოვეს კუთხეში უმეთვალყურეოდ და მან მორიგი შორეული ტყორცნა ჩააგდო, რითაც იმ საღამოს რეი ალენის მოვალეობები აიღო თავის თავზე.
ეს მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მეორე ასეთი მომენტი იყო პირსის ფანტასტიკური სამქულიანი სირენამდე 52.9 წამით ადრე.
"სელტიქსის" უპირატესობა ოთხ ქულამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ფლორიდელებმა რამდენჯერმე შეამცირეს სხვაობა ორ ქულამდე. 8.8 წამით ადრე კი ბოლო შეტევის უფლებაც შეიძლებოდა ჰქონოდათ, მაგრამ ჩელმერსმა გარნეტის წინააღმდეგ პერსონალური მიიღო და კევინმა ორი ზუსტი საჯარიმოთი მშვიდად დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
მაიამი-ბოსტონი 90:94
24:16, 18:24, 18:25, 30:29
მ: ჯეიმსი (30+13 მოხსნა), უეიდი (27+6 მოხსნა+3 პასი), ბოში (9+7 მოხსნა), ჩელმერსი (9+3 პასი), ბატიე (5), ჯონსი (4), ჰასლემი (3+14 მოხსნა), მილერი (3).
ბ: გარნეტი (26+11 მოხსნა+2 დაფარება), პირსი (19+4 პასი), ალენი (13+7 მოხსნა), პიეტრუსი (13), ბასი (10), რონდო (7+13 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), დულინგი (3), სტიმსმა (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39/40.7), სამქულიანები (26.9/40), საჯარიმოები (76/81.5).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"