ეს კლუბებია: "ჩიკაგო", "ლეიკერსი", "ნიუ იორკი" და "მემფისი". შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი სნაიპერი შეუზღუდავი უფლებების აგენტი გახდება.
გასულ რეგულარულში ალენმა 46 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.2 ქულას, 3.1 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
გაურკვევლობაა "ბოსტონის" კიდევ ერთ ვეტერანთან, ფორვარდ კევინ გარნეტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მაიამისთან" სერიის შემდეგ გარნეტი კარიერის
გარნეტმა წლევანდელი სეზონი საშუალოდ 15.8 ქულით, 8.2 მოხსნითა და 2.9 შედეგიანი პასით დაასრულა.
* * *
"მემფის გრიზლისის" ერთ-ერთი ლიდერი რუდი გეი ამ ზაფხულს გაცვლის შედეგად, შესაძლოა, "ბრუკლინში" აღმოჩნდეს.
"მემფისის" ხელმძღვანელობა უკვე ეძებს ტრეიდის საუკეთესო ვარიანტს. გეის თავის რიგებში ხილვა სურთ "ვაშინგტონის", "შარლოტის", "ბრუკლინისა" და "ტორონტოს" შეფობას.
რუდი გეი გასულ სეზონში საშუალოდ 17.9 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა.
* * *
დიუკის უნივერსიტეტის მცველი ოსტინ რივერსი, შესაძლოა, "ფინიქსმა" აირჩიოს 2012 წლის დრაფტზე. იგივე გეგმები აქვთ "ტორონტოსა" და "პორტლენდს". ეს კალათბურთელი "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის ვაჟი გახლავთ.
ჩამოთვლილმა კლუბებმა უკვე მიიწვიეს უმცროსი რივერსი ზაფხულის საწვრთნელ ბანაკში. ოსტინმა 2011-12 წლების სეზონში, NCAA-ს ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს 15.5 ქულითა და 3.4 მოხსნით დაეხმარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"