ამერიკულ პრესაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ "დიდმა ფილმა" "ნიუ იორკისა" და "ორლანდოსგან" მიიღო შეთავაზებები, თუმცა თავად მწვრთნელი აცხადებს, რომ ეს ორი წინადადება მას არ აინტერესებს.
"შესაძლოა, რომელიღაც საინტერესო წინადადებამ მაიძულოს ძველ სამუშაოზე დაბრუნება, მაგრამ "ნიუ იორკი" და "ორლანდო" - ის ვარიანტი არ არის, რომლის გამოც აქტიურ კარიერას მივუბრუნდები, - ამბობს Yahoo!Sports-თან ინტერვიუში ჯექსონი. - "ნიქსიდან" ჩემთვის არავის მოუმართავს და
სტაუდმაიერისთვის გარკვეული სისტემაა საჭირო. ენტონიმ უნდა გააუმჯობესოს პასის კულტურა, შეტევა არ უნდა გაჩერდეს ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებს. "ნიუ იორკს" სჭირდება მოთამაშე, რომელიც ცალკეული მოთამაშეებისგან ერთ მთლიან გუნდს შექმნის. რაც შეეხება "ორლანდოს", ის შორს არის თავისი იდეალური მდგომარეობიდან".
შეგახსენებთ, რომ ჯექსონმა შარშანწინდელი სეზონის შემდეგ დატოვა "ლეიკერსი" ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
* * *
კიდევ უფრო დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "პორტლენდის" ყოფილი ლიდერი ბრენდონ როი დიდ კალათბურთს დაუბრუნდება.
როგორც იცით, ამ კალათბურთელმა მუხლების ქრონიკული ტრავმის გამო 2011-12 წლების სეზონის წინ გადაწყვიტა თამაშისთვის თავის დანებება. ხუთი სეზონის განმავლობაში როი საშუალოდ მატჩში 19.0 ქულას, 473 მოხსნასა და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
"დიახ, ვემზადები დაბრუნებისთვის და ყოველდღე ვვარჯიშობ. მინდა შემდეგ სეზონში ვითამაშო. ძალიან ვაფასებ გულშემატკივრების სიყვარულსა და მხარდაჭერას. ეს ძალიან მეხმარება", - დაწერა კალათბურთელმა თავის "ტვიტერზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"