ტონ პარკერს თვალი ჩაულურჯეს

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა ტონი პარკერმა თვალი დაიზიანა ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს", - წერს სააგენტო AP.

როგორც იტყობინებიან, კალათბურთელი მუსიკოს მეგობრებთან - კრის ბრაუნსა და დრეიკთან ერთად მივიდა კლუბში. საღამოს ჩხუბი ატყდა, რომლის შედეგადაც ფრანგ პლეიმეიკერს სახეში მოხვდა ბოთლის ნამსხვრევი. პარკერს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ის ტრავმა, რომელიც კლუბში ყოფნისას მიიღო, შემთხვევითობის შედეგია.

ექიმების ინფორმაციით, პარკერს გაუმართლა, რომ ცალი თვალით არ დაბრმავდა. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ერთი კვირის შემდეგ პარკერი შეძლებს
ოლიმპიადისთვის მზადების დაწყებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული