"შარლოტ ბობკეტსმა" ახალი მწვრთნელი იპოვნა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უსუსტესმა გუნდმა "შარლოტ ბობკეტსმა" ახალი მწვრთნელი იპოვნა.

გუნდი, რომელმაც 2011-12 წლების სეზონი მოგება/წაგების ყველაზე უარესი მაჩვენებლით დაასრულა, მაიკ დანლეპმა ჩაიბარა.

სააგენტო AP-ის ცნობით, დანლეპი ათკაციან კანდიდატთა სიაში შედიოდა. მოლაპარაკებების შემდეგ ეს სია სამ კაცამდე დავიდა, მაგრამ დანლეპი იქ არ იყო მოხსენიებული. თუმცა საბოლოოდ "შარლოტის" წარმომადგენლებმა ისევ გადაწყვიტეს მასთან მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაო მას მიანდეს.

წინა მთავარ მწვრთნელთან, პოლ საილასთან კონტრაქტი 2011-12 წლების სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო არ გააგრძელეს. "შარლოტმა" ბოლო ადგილი დაიკავა 7 მოგებით (66 მატჩში) და
NBA-ს ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა მოგება/წაგების პროცენტული მაჩვენებლით (10.6 პროცენტი).

"შარლოტის" კალათბურთელებმა დაამხეს 39 წლის წინანდელი ანტირეკორდი, რომელიც "ფილადელფიას" ეკუთვნოდა - 9 მოგება 82 მატჩში (11.0 პროცენტი).

54 წლის დანლეპმა კარიერის დიდი ნაწილი საუნივერსიტეტო გუნდებში გაატარა. ასევე, ორი სეზონის განმავლობაში ის "დენვერის" მთავარი მწვრთნელის, ჯორჯ კარლის ასისტენტად მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული