"დალასი" და "ბოსტონი" ევროპაში მოდიან

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი კლუბი - "დალას მავერიქსი" და "ბოსტონ სელტიქსი" 2012 წლის ოქტომბერში ევროპაში საგამოფენო მატჩებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

NBA-ს კლუბების ევროპული ტურნე ოთხი მატჩისგან იქნება შემდგარი. 5 ოქტომბერს სტამბულში "ბოსტონი" შეხვდება თურქეთის ხუთგზის ჩემპიონს "ფენერბაჰჩეს". 6 ოქტომბერს ბერლინში "დალასი" გერმანიის რვაგზის ჩემპიონის, "ალბას" წინააღმდეგ წარსდგება. 7 ოქტომბერს "სელტიქსი" იტალიის 25-გზის ჩემპიონს "მილანს" დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი შეხვედრა ესპანეთში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია "დალასის" მეტოქის სახელი.

პირველად NBA-სა და ევროპის გუნდებს შორის მატჩები 1988 წელს
ჩატარდა, როცა "მილუოკი ბაქსმა" იტალიურ "ტრეისერ მილანთან" და სსრკ-ის ნაკრებთან ითამაშა. საერთო ჯამში, 24 წლის განმავლობაში 60 ასეთი შეხვედრა შედგა, რომელშიც NBA-ს 25-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული