ტონი პარკერი შესაძლოა, ლონდონის ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავროს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ლიდერი, "სან ანტონიო სპურსის" მცველი ტონი პარკერი, შესაძლოა, ლონდონის ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავროს.

როგორც უკვე ვწერდით, ტონიმ ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ამტყდარი ჩხუბის დროს ბოთლის ნატეხისგან თვალი დაიზიანა.

ამ დღეებში 30 წლის მცველმა ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი პასუხი ხუთი ივლისის შემდეგ იქნება, როცა "სპურსის" გამთამაშებელი აშშ-ის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გაივლის შემოწმებას.

"დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. შეიძლებოდა მართლაც დამეკარგა მხედველობა", - განაცხადა პარკერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული