დუაიტ ჰოვარდმა "ჰიუსტონი" აირჩია?

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წამყვანი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი კვლავაც ვერ გარკვეულა თავისი მომავალი კარიერის შესახებ. ამჟამად "ორლანდოს" ლიდერს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა - მან შეიძლება "ჰიუსტონში" გააგრძელოს გამოსვლა.

NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თუ დუაიტ ჰოვარდი გაცვლის შედეგად "როკეტსის" რიგებში აღმოჩნდა, იქ დიდი ხანი არ გაჩერდება. 2012-13 წლების სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და სავარაუდოდ, უფრო ამბიციურ გუნდში გადავა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, გუშინ "ჰიუსტონის" მიერ განხორციელებული გაცვლა სწორედ "სუპერმენის" ხელში ჩაგდებას ემსახურება. "როკეტსის" ხელმძღვანელობამ ფორვარდი ჩეიზ ბადინგერი "მინესოტაში" გაუშვა, სანაცვლოდ კი
2012 წლის დრაფტზე მე-18 ნომრის არჩევანი მიიღო.

ახლა, "ჰიუსტონის" განკარგულებაშია დრაფტზე მე-14, მე-16 და მე-18 ნომრების არჩევის უფლება. სავარაუდოდ, ამ სამ არჩევანს გამოიყენებენ ტექსასელები ჰოვარდის გადასაბირებლად.

* * *
27 ივნისს "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტი ლარი ბერდი კლუბის მფლობელთან, ჰერბ საიმონთან შეხვედრას გეგმავს. ლეგენდარულ კალათბურთელს სურს გაარკვიოს თავისი მომავალი კლუბი, - წერს გაზეთი Usatoday.

ამ გამოცემის ჟურნალისტთა აზრით, სწორედ დღეს ლარი ბერდი გამოაცხადებს "ინდიანადან" წასვლის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული