გასულ სეზონში გორდონმა 52 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.5 ქულით, 2.4 შედეგიანი პასითა და 2.3 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს. მაგეტის სტატისტიკა 32 მატჩში 15.0 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას უდრიდა.
ამ გაცვლის შედეგად, "შარლოტმა" მიიღო სნაიპერი, რასაც დაჟინებით ითხოვდა ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ დანლეპი.
* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტის პოსტი
"ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ვტოვებ გუნდის პრეზიდენტის პოსტს", - განაცხადა ბერდმა.
ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმოქმედა.
სავარაუდოდ, ბერდის შემცვლელი გახდება დონი უოლში, რომელიც ადრე მუშაობდა ამ თანამდებობაზე და ახლა კლუბში დაბრუნდა "ნიუ იორკში" რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ.
ბერდთან ერთად, "პეისერსიდან" წავიდა გენერალური მენეჯერი დევიდ მორუეი, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აპრილიდან ეკავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"