"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი - სტრიპტიზის მოცეკვავის მსხვერპლი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა, 47 წლის მარკ ჯექსონმა განაცხადა, რომ გამომძალველების მსხვერპლი გახდა.

სტრიპტიზის ყოფილი მოცეკვავე ალექსის ადამსი აშანტაჟებდა მწვრთნელს და ემუქრებოდა იმ ფოტოების გამოქვეყენებით, რომელიც მათ კავშირს ამტკიცებდა.

2006 წელს ჯექსონი რამდენიმე თვე ხვდებოდა ადამსს. გარკვეული დროის შემდეგ, ქალმა მწვრთნელისგან ფული მოითხოვა კავშირის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ.

ჯექსონი, რომელიც 1990 წლიდან ქორწინებაშია და ოთხი შვილი ჰყავს, დათანხმდა ყოფილი საყვარლისთვის ხუთი ათასის გადახდას. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ქალმა და მისმა თანამზრახველმა მარკუს შოუმ ისევ მოთხოვეს ფული.

მაშინ ჯექსონმა პოლიციას მომართა, საქმით
გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდა. მათ მწვრთნელის სახელით მიმოწერა ჰქონდათ გამომძალველებთან.

საბოლოოდ, ადამსი და შოუ დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. ჯექსონის მეუღლემ, ცნობილმა მოცეკვავემ დეზირე კოულმანმა განაცხადა, რომ არ აპირებს ქმრის მიტოვებას.

ჯექსონმა მოთამაშის რანგში NBA-ში 17 სეზონი გაატარა - თამაშობდა "კლიპერსში", "ინდიანაში", "დენვერში", "ტორონტოში", "იუტასა" და "ჰიუსტონში". კარიერის დასრულების შემდეგ ის სხვადასხვა ტელეარხზე ექსპერტად მუშაობდა, 2011 წლის ივნისში კი "გოლდენ სტეიტი" ჩაიბარა. მას კლუბთან სამწლიანი და 6-მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული