ამერიკამ და ბრიტანეთმა კალათბურთელები დაკარგეს

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა ორი წევრი დაკარგა.

ორივე "მაიამი ჰიტის" მოთამაშეა. თავდაპირველად მუხლის ტრავმის გამო ლონდონის თამაშებზე გამგზავრება არ მოისურვა დუეინ უეიდმა. ახლა კი ირკვევა, რომ მაიკ კრჟიჟევსკის გუნდს ოლიმპიადაზე ვერც ფორვარდი კრის ბოში დაეხმარება. ამის მიზეზი გახდა მუცლის კუნთის ტრავმა, რომლის გამოც ბოშმა პლეი ოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ტრავმის გამო ვერ შევძლებ ლონდონის ოლიმპიადაზე ჩემი ქვეყნის წარმოდგენას, - წერია ბოშის განცხადებაში. - მუცლის ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ მაქვს. დასვენება და დამატებითი რეაბილიტაცია
აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრონიკული ტრავმა გარდაუვალი იქნება".

აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას ამ კვირას ლას ვეგასში დაიწყებს.

* * *
ასევე შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს ოლიმპიადაზე მასპინძელი - ბრიტანეთის ნაკრები. კერძოდ, გაირკვა, რომ ბრიტანელების რიგებში ვერ ვიხილავთ ახლახან "დეტროიტიდან" "შარლოტში" გადასულ ბენ გორდონს.

არადა, ადრე წერდნენ, რომ გორდონი ამ დღეებში უნდა შეერთებოდა ბრიტანეთის ნაკრების შეკრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეფე წავიდეს რაც მთავარია და კობი, დალშე გამყრელიძე დაიმატონ თუ უნდათ :)
beqa
14:43 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული