"ჰოქსში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოქსმა" ორი ტრეიდის მეშვეობით მნიშვნელოვნად გადაახალისა შემადგენლობა.

პირველი გაცვლა "იუტასთან" შედგა. "ატლანტას" ხელმძღვანელობამ "ჯაზენების" რიგებში გაუშვა ფორვარდი მერვინ უილიამსი (შარშანდელ სეზონში - 10.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.3 პასი), სანაცვლოდ კი მცველი დევინ ჰარისი (11.4 ქულა, 1.8 მოხსნა, 5.0 პასი) მიიღო.

გარდა ამისა, "ატლანტა" თავის ერთ-ერთ ლიდერს, მცველ ჯო ჯონსონს (18.8 ქულა, 3.7 მოხსნა, 3.9 პასი) შეელია. ეს კალათბურთელი მან "ბრუკლინ ნეტსს" დაუთმო. სანაცვლოდ კი ხუთი მოთამაშე და 2013 წლის დრაფტზე არჩევანის უფლება მიიღო. "ატლანტაში" გადასული მოთამაშეები არიან:
ჯორდან ფარმარი, ენტონი მოროუ, ჯორდან უილიამსი, იოჰან პეტრო და დეშონ სტივენსონი.

* * *
"ოკლაჰომა სიტის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა თავის კლუბთან მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, - წერს ESPN-ის ვებგვერდი.

გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე წლიური ოთხმილიონიანი ხელფასით. აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებების დროს 46 წლის სპეციალისტმა რამდენჯერმე უარყო კლუბის ხელმძღვანელობის წინადადება, რადგან უფრო სარფიანი კონტრაქტის მიღება სურდა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "ოკლაჰომამ" ფინალში გააღწია და იქ "მაიამისთან" დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული