პირველი გაცვლა "იუტასთან" შედგა. "ატლანტას" ხელმძღვანელობამ "ჯაზენების" რიგებში გაუშვა ფორვარდი მერვინ უილიამსი (შარშანდელ სეზონში - 10.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.3 პასი), სანაცვლოდ კი მცველი დევინ ჰარისი (11.4 ქულა, 1.8 მოხსნა, 5.0 პასი) მიიღო.
გარდა ამისა, "ატლანტა" თავის ერთ-ერთ ლიდერს, მცველ ჯო ჯონსონს (18.8 ქულა, 3.7 მოხსნა, 3.9 პასი) შეელია. ეს კალათბურთელი მან "ბრუკლინ ნეტსს" დაუთმო. სანაცვლოდ კი ხუთი მოთამაშე და 2013 წლის დრაფტზე არჩევანის უფლება მიიღო. "ატლანტაში" გადასული მოთამაშეები არიან:
* * *
"ოკლაჰომა სიტის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა თავის კლუბთან მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, - წერს ESPN-ის ვებგვერდი.
გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე წლიური ოთხმილიონიანი ხელფასით. აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებების დროს 46 წლის სპეციალისტმა რამდენჯერმე უარყო კლუბის ხელმძღვანელობის წინადადება, რადგან უფრო სარფიანი კონტრაქტის მიღება სურდა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "ოკლაჰომამ" ფინალში გააღწია და იქ "მაიამისთან" დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"