აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა კიდევ ორი მოთამაშე დაკარგა

AutoSharing Option
მაიამელი კალათბურთელების - დუეინ უეიდისა და კრის ბოშის შემდეგ, აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმა კიდევ ორი მოთამაშე დაკარგა: "კლიპერსის" ახალწვეული ლამარ ოდომი და 2012 წლის დრაფტის პირველი ნომერი ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი").

ოდომი თავისი სურვილით გამოაკლდა გუნდს. მას უნდა "კლიპერსთან" ერთად უკეთ მოემზადოს NBA-ს ახალი სეზონისთვის.

რაც შეეხება ენტონი დევისს, მან "ჰორნეტსის" ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხი დაიზიანა და ეს ტრავმა არ მისცემს ლონდონში გამოსვლის საშუალებას.

* * *
ვენესუელაში დაიწყო მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირის კვალიფიკაცია. პირველივე ტურში ერთი სენსაცია მოხდა - ანგოლამ დაამარცხა
2011 წლის ევრობასკეტის სენსაცია მაკედონიის ნაკრები.

I ტური
A ჯგუფი
საბერძნეთი-იორდანია 107:63
33:12, 23:11, 29:20, 22:20
ს: პაპანიკოლაუ (19), პრინტეცისი (16), მავროეიდისი (15), კალატესი (11), ფოცისი (11).
ი: სოობზოკოვი (14), აბასი (11), ალ-ავადი (10).

B ჯგუფი
ვენესუელა-ნიგერია 71:69
17:18, 12:9, 22:23, 20:19
ვ: ვასკესი (24), კუბილანი (13), რომერო (10).
ნ: დიოგუ (14+10 მოხსნა), იბეკვე (12), ამინუ (10), სკინი (10).

C ჯგუფი
რუსეთი-ს. კორეა 91:56
27:16, 18:10, 22:16, 24:14
რ: კირილენკო (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), მონია (14+6 მოხსნა+3 პასი), მოზგოვი (12+7 მოხსნა), კაუნი (12+5 მოხსნა).
კ: სანდრინი (15).

D ჯგუფი
მაკედონია-ანგოლა 84:88
21:32, 19:21, 19:19, 25:16
მ: მაკალები (21+5 პასი), ანტიჩი (17+6 მოხსნა), ილიევსკი (12+5 პასი), სტოიანოვსკი (12).
ა: მინგაში (24+6 პასი), ჩიპრიანო (23+5 მოხსნა), მორაიში (18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული