გადაწყდა: ჯეისონ ტერი "ბოსტონში"

AutoSharing Option
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "დალას მავერიქსის" სნაიპერი ჯეისონ ტერი "ბოსტონში" გაააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, რომ ეს კალათბურთელი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

საკალათბურთო ოპერაციებში "დალასის" პრეზიდენტმა დონი ნელსონმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არ აპირებს საკონტრაქტო წინადადების გამეორებას, რომელსაც "სელტიქსი" ჯეისონ ტერის შესთავაზებს.

როგორც ვარაუდობენ, "ბოსტონი" ტერის სამი წლით გაფორმებას აპირებს და ჯამური ხელფასის სახით 15 მილიონ დოლარს გადაუხდის.

"ის, რაც ტერიმ ჩვენი გუნდისა და ქალაქისთვის გააკეთა, არასოდეს იქნება დავიწყებული. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. სამწუხაროდ, სახელფასო ბიუჯეტი არ იძლეოდა მისი შენარჩუნების საშუალებას",
- განაცხადა ნელსონმა.

რეგულარული ჩემპიონატის 63 მატჩში ტერის მონაგარი საშუალოდ 15.1 ქულასა და 3.6 შედეგიან პასს უდრიდა.

* * *
"ნიუ ორლეან ჰორნეტსის" ყოფილმა მცველმა ერიკ გორდონმა "ფინიქს სანზთან" მაქსიმალურ კონტრაქტს გამოჰკრა ხელი. მომავალი ოთხი სეზონის განმავლობაში 23 წლის კალათბურთელი 58 მილიონ დოლარს მიიღებს.

2011-12 წლების სეზონში გორდონი საშუალოდ 20.6 ქულასა და 3.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. შეგახსენებთ, რომ "ჰორნეტსი" ერიკს ხუთი წლით 80-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული