სუპერმენი აღარ იცვლება

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის "ბრუკლინ ნეტსში" ტრანსფერი არ შედგება. ამას ორი ინფორმაცია ადასტურებს.

პირველი ცნობის თანახმად, "ბრუკლინმა" შეთანხმებას მიაღწია თავის ძირითად ცენტრთან - ბრუკ ლოპესთან. ამ კალათბურთელთან მაქსიმალური კონტრაქტი გაფორმდება - ოთხი წელი და 61 მილიონი დოლარი.

შესაბამისად, ლოპესის ჩართვა დუაიტ ჰოვარდის სავარაუდო ტრეიდში უკვე მომავალი წლის 15 იანვრამდე შეუძლებელი იქნება.

მეორე ინფორმაცია "ორლანდოს" ბანაკიდან გავრცელდა. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ ჰოვარდის გაცვლის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების დასრულება გადაწყვიტა.

"მეჯიქის" შეფობას არ მოეწონა არცერთი წინადადება, რომელიც NBA-ს რამდენიმე კლუბისგან
მიიღო. კერძოდ, ლიგის საუკეთესო ცენტრის ხილვა თავის რიგებში, "ბრუკლინის" გარდა, "ლეიკერსსა" და "ჰიუსტონს" სურდათ.

კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე აცნობეს "სუპერმენს" თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული