"ლეიკერსის" მცველის თქმით, ამერიკის დღევანდელი გუნდი შეძლებდა 1992 წლის ლეგენდარული "დრიმ თიმის" დამარცხებას.
"რა თქმა უნდა, იმ გუნდში უდიდესი კალათბურთელები თამაშობდნენ. იქ იყვნენ დევიდ რობინსონი, კარლ მელოუნი, პატრიკ იუინგი და სხვები, მაგრამ ბევრი მათგანი ვეტერანი გახლდათ და ახლოს იყვნენ კარიერის დასრულებასთან.
ჩვენ კი ახალგაზრდების გუნდი გვყავს, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის ჩაებმება ბრძოლაში. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ შევძლებდით მათ დამარცხებას", - განაცხადა ბრაიანტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"