ბლეიკ გრიფინი ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
სანამ ამერიკული საკალათბურთო სამყარო კობი ბრაიანტის განცხადებაზე მსჯელობს, მაიკ კრჟიჟევსკის გუნდში ორი ამბავი მოხდა: ერთი კარგი და ერთიც ცუდი.

ცუდი ის არის, მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო ბლეიკ გრიფინმა. მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება და ამის გამო "კლიპერსის" ახალგაზრდა ფორვარდი ოლიმპიადას გამოტოვებს.

გრიფინი რვა კვირა ვერ შეძლებს ვარჯიშს და სავარაუდოდ, უნდა მოასწროს ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება. სხვათა შორის ირკვევა, რომ გრიფინმა ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო, მაგრამ მკურნალობაზე უარი თქვა და ახლა, დაზიანება გაიმიზეზა.

უკვე გადაწყდა, რომ ბლეიკს ოლიმპიურ ნაკრებში 2012 წლის
დრაფტის პირველი ნომერი, "ნიუ ორლეანის" ახალწვეული ენტონი დევისი შეცვლის.

* * *
მეორე ამბავი ის არის, რომ აშშ-ის ნაკრებმა პირველი საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა ლას ვეგასში. მისი მეტოქე იყო დომინიკას რესპუბლიკა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ვენესეულაში ზაფხულის თამაშების კვალიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ნაბიჯი დააკლდა ლონდონამდე - მესამე ადგილისთვის მატჩი წააგო ნიგერიასთან.

ამერიკამ გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა - 113:59. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა კევინ დურანტი, რომელმაც 24 ქულა დააგროვა და ამას 10 მოხსნა დაუმატა.

აშშ-დომინიკა 113:59
26:12, 24:15, 29:14, 34:18
აშშ: დურანტი (24+10 მოხსნა), იგუოდალა (18), ენტონი (13), ლავი (11).
დ: ფორტუნა (10), მარტინესი (8+9 მოხსნა), ჰორფორდი (7+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული