მეჯიქი. ბერდი. ჯორდანი. ლეგენდები ყველა პოზიციაზე. დიდების დარბაზის წევრები, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ... ეს იყო საუკეთესო გუნდი, რომელიც ოდესმე არსებობდა - სპორტის ნებისმიერ სახეობაში. 20 წლის წინ ბარსელონაში მათ მოაწყვეს შოუ, რომელსაც მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს.
ეს წესი ყოველთვის სულელური იყო. მსოფლიო კალათბურთის სტანდარტების თანახმად, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა, ნებისმიერი ლიგის პროფესიონალებს შეეძლოთ
ეს იმისთვის გააკეთეს, რომ სპორტის ამ სახეობაში ამერიკელებს დანარჩენებზე უპირატესობის ერთგვარი ნიველირება მოეხდინათ. სხვა სიტყვებით - იმისთვის, რომ "ამ საცოდავებისთვის მცირე შანსი მიეცათ".
ეს წესი 1989 წლის აპრილში გააუქმეს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრებმა "დამამცირებელი" მესამე ადგილი დაიკავა სეულის თამაშებზე. პროგრესი, რომელსაც სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს, ნამდვილად არ იყო ამერიკელებისთვის სასიხარულო მოვლენა. აუცილებელი იყო ტოტალური უპირატესობის დაბრუნება დანარჩენ სამყაროზე. ასე წარმოიშვა მსოფლიოსთვის თვალის მოჭრისა და დაშინების იდეა.
უნდა მიენიშნებინათ ყველასთვის, რომ მაქსიმუმ, რისი იმედიც მათ უნდა ჰქონოდათ, ვერცხლის მედალი ან მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფი იყო.
ნაწილი პირველი
"გუნდის შემადგენლობა მარტივად დგებოდა - აქ მხოლოდ საუკეთესოებს შორის საუკეთესოები თამაშობდნენ"
დევიდ სტერნი (NBA-ს კომისარი): NBA-ს ხელმძღვანელები 1988 წლის წაგებისთვის შურისძიებას ლამობდნენ? არა, ეს ასე არ იყო. ჩვენი აზრით, უბრალოდ, არასწორად განვიხილავდით თავად ოლიმპიადაზე მონაწილეობას. გვიან გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ოლიმპიური თამაშები.
დევიდ ფოლკი (მაიკლ ჯორდანის აგენტი): არსებობდა საყოველთაოდ მიღებული წესი - ჩვენ ოლიმპიადაზე სტუდენტებს ვგზავნიდით, ამ დროს კი დანარჩენები თავიანთ რიგებში პროფესიონალებს იწვევდნენ. ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. რატომ უნდა გაგვეგრძელებინა იგივე მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სულელური წესი არსებობდა?
სტერნი: FIBA-სთან დიალოგის დროს ვაღიარეთ, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავით ოლიმპიადაზე გამოსვლის იდეით, მაგრამ შევეცდებოდით, კარგი სამსახური გაგვეწია მსოფლიო კალათბურთისთვის. მათ ჰქონდათ კენჭისყრის უფლება. ამერიკა წინააღმდეგი წავიდა, რუსებიც, მაგრამ ხმების უმრავლესობა დადებითი აღმოჩნდა.
რას გრანიკი (შუამავალი NBA-სა და აშშ-ის ნაკრებს შორის): პირველი პრობლემა იყო მწვრთნელის დანიშვნა. მისი კანდიდატურა ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო - გუნდების მფლობელებიდან დაწყებული და მოთამაშეებით დამთავრებული.
ამ შემთხვევაში კომფორტი ყველაფერზე მაღლა იდგა. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ჩაკ დეილი თავიდანვე ყველაზე აშკარა კანდიდატურა იყო - მას ახალი მოგებული ჰქონდა ზედიზედ მეორე ტიტული "დეტროიტთან" ერთად. ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ჭკვიან კალათბურთელებთან ურთიერთობა და ბოლომდე გახსნილი იყო ჟურნალისტებთან.
ქუინ ბაკნერი (აშშ-ის ნაკრების შტაბის წევრი): ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ გვეთამაშა კალათბურთელების გრძნობებზე. ჩაკი, პირველ რიგში, ფსიქოლოგი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მწვრთნელი. გვეგონა, რომ რაღაც სპეციალურ, "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" ვემზადებოდით.
გრანიკი: ვფიქრობდით ლარი ბერდის შესახებ, რადგან მას პრობლემები ჰქონდა ზურგთან დაკავშირებით. მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ მის გარეშე ისტორიული გუნდის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ეს დანაშაული იქნებოდა.
მეჯიქ ჯონსონი (აშშ-ის ნაკრების გამთამაშებელი): ლარის ზურგთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
შიდსის ვირუსის გამო ჩემი საკითხიც არ იყო გადაწყვეტილი. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით იმაში, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. ჩემთვის ეს გამოწვევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა იყო, რომ შიდსი არც ისე საშიშია და მე თამაში შემიძლია.
პატრიკ იუინგი (აშშ-ის ნაკრების ცენტრი): ეს ჩემი მეორე ოლიმპიური თამაშები იყო. ასევე მეორედ თამაშობდნენ ჯორდანი და მალინი. ისინი ერთად გამოდიოდნენ 1984 წელს და ეს შესანიშნავი გუნდი გახლდათ. მაგრამ ეს ნაკრები მხოლოდ საუკეთესოებისგან შედგებოდა. მე მესმოდა, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა.
კარლ მელოუნი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): ლუიზიანაში პირველი სეზონის დროს მქონდა ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი და მე ამით ვერ ვისარგებლე. არ ამიყვანეს. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა კალათბურთში, როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი. ის მომენტი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში.
გრანიკი: ნაკრების ბოლო წევრს დრექსლერსა და ტომასს შორის ირჩევდნენ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი, როგორი სხვაობა იყო ხმებში - არ მიკითხავს - მაგრამ, როცა დაითვალეს, გამარჯვებული კლაიდი გამოვიდა.
დევიდ დუპუი (გაზეთ USA Today-ს კორესპონდენტი): მათ მხედველობაში რომ მიეღოთ ოსტატობა და კარიერული მიღწევები, აიზია აუცილებლად მოხვდებოდა იმ ნაკრებში. მაგრამ ვინ უნდა ამოეღოთ იქიდან? შეუძლებელი იყო მსოფლიოში სტოქტონზე ხისტი მცველის მოძებნა. პასებსაც მასზე უკეთ ვერავინ არიგებდა. ჯონი ძალიან ძლიერი იყო.
იან ჰაბარდი (Newsday-ს საკალათბურთო მიმომხილველი): სტოქტონმა ფეხის ძვალი დაიზიანა, მაგრამ ტრავმა მალე მოიშუშა. ასე სწრაფად გამოჯანმრთელებას არ ელოდნენ და თავდაპირველად მისი ჯო დუმარსით შეცვლა უნდოდათ. ანუ აიზიას კანდიდატურა არც ამ შემთხვევაში განიხილებოდა.
როდ ტორნი (აშშ-ის ნაკრების სასელექციო შტაბის წევრი): ჩარლზ ბარკლი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ნაკრებში გამოიძახეს. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით, რომ ყველაფერი სწორად კეთდებოდა, რომ ყველა მზად იყო ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად. და ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა ბარკლის შესაძლებლობებში, მაგრამ ის მიხვდა, რომ არ იქნებოდა ამ გუნდში ქულების მთავარი მომპოვებელი და შეეგუა ამ აზრს.
პი ჯეი კარლესიმო (აშშ-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ახლა ბევრი სვამს ასეთ კითხვას: "შეხედეთ ამ ბიჭებს, რატომ იდგა მათ გვერდით სტუდენტი?" ბევრს დაავიწყდა იმის შესახებ, რომ კრისტიან ლეიტნერი, შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშეა სტუდენტური სპორტის ისტორიაში. მანახეთ ვინმე, ვინც ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ამდენს მიაღწია.
კრისტიან ლეიტნერი (აშშ-ის ნაკრების მძიმე ფორვარდი): ყოველთვის ვამბობ, რომ დიუკის უნივერსიტეტში ჩემი საყვარელი პერიოდი, მეორე და მესამე სეზონში ორი ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, პირველი სეზონი იყო. იმიტომ, რომ გუნდურ იერარქიაში ყველაზე ქვემოთ ვიდექი, მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე, სრულყოფას ვცდილობდი. ბედმა გამიღიმა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ მოთამაშეების გვერდით ყოფნის ყოველი წამის გამო.
გრანიკი: ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იმ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება იყო, რაც გუნდში მაიკლ ჯორდანის მიწვევას უკავშირდებოდა. ის თითქოს მარტო არსებობდა, არღვევდა არსებულ წესებს და ეწინააღმდეგებოდა იმ პოლიტიკას, რომელსაც აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ატარებდა.
ამ ორგანიზაციის წევრები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ მათ უნდა განესაზღვრათ ათლეტთა ბედი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები გვქონდა მაიკლთან და კომპანია "ნაიკთან".
ფოლკი: ეს მოლაპარაკებები არ ჰგავდა დაპირისპირებას. ჩვენ, უბრალოდ, ერთად ვიკრიბებოდით და ვცდილობდით საკამათო საკითხების დარეგულირებას.
კრეიგ მილერი (აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციის PR-დირექტორი): ჩვენ წინ გვედო მოთამაშეების სია, რომელიც თანდათან ივსებოდა და საბოლოო განაცხადის მიღების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს გუნდი განსაკუთრებული და ერთადერთი იქნებოდა. ჩემი აზრით, გადამწყვეტი მომენტი გახდა Sports Illustrated-ის გარეკანი. როცა ხედავდი, ვინ იყო მასზე გამოსახული, არ შეიძლებოდა, არ დაგეყვირა: "უჰ, შენი...!"
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სულ მინდოდა მენახა სტატია სპორტის ისტორიაში უგამორჩეულეს გუნდზე, 1992 წლის უბრწყინვალეს ნაკრებზე, როგორც მათ სრულიად სამართლიანად უწოდეს „დრიმ-თიმზე“, რომელიც ამერიკამ წარადგინა კალათბურთში.
ახალი თაობიდან ცოტამ იცის ამ ზე-ნაკრების შესახებ. ამიტომ მივესალმები ამ წამოწყებას და იმედი მაქვს, მომავალშიც ხშირად იქნება მსგავს თემებზე საინტერესო სტატიები. :)