დენის როდმანმა მამა იპოვნა

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილ კალათბურთელს, 42 წლის დენის როდმანს 42 წელი არ ენახა მამამისი. 1970 წელს, ტემპერამენტულმა ფილანდერ როდმანმა მიატოვა ოჯახი და სხვა ქალთან გაიქცა.

გავიდა წლები. ფილანდერი მანიაკალური გატაცებით აგროვებდა შვილებს (ოფიციალურად, ის 29 ადამიანის მამაა), დენისი კი კალათბურთს მისდევდა.

როგორც ცნობილია, უმცროსმა როდმანმა ძალიან ბევრს მიაღწია. მან ხუთჯერ მოიგო NBA-ის ტიტული, ძალები მოსინჯა კინოხელოვნებაში, რეგულარულად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, მოიპოვა აშშ-ის ყველაზე ექსტრავაგანტული სპორტსმენის დიდება.

როგორც ჩანს, ტემპერამენტული მამის გენებმა თავისი გაიტანეს.

ფილანდერი თავისი ვაჟის გამო ამაყი იყო. ის "ჩიგოკო ბულზის"
91-ნომრიანი მაისურით დადიოდა, შვილთან შეხვედრაც მოისურვა, მაგრამ კალათბურთელი მამის ნახვაზე უარს ამბობდა.

საბოლოოდ, უფროსი როდმანი მანილაში დასახლდა. თითქოს, მამა-შვილი ერთმანეთს ვეღარასოდეს ნახავდნენ, მაგრამ დენისი ივლისში საჩვენებელი მატჩების სერიით აზიაში ჩავიდა. ერთ-ერთი გაჩერება ფილიპინები იყო. ფილანდერმა ბედის საჩუქრით ისარგებლა და თამაშის სანახავად მივიდა. მატჩის შემდეგ კი დაუჯერებელი რამ მოხდა - ის შვილს შეხვდა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით.

ნათესავებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ცოტა ხანი ისაუბრეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული