მაგრამ საქმე არც ისე მარტივად ყოფილა - როგორც ამერიკული პრესა წერს, შარშანწინდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე, სავარაუდოდ, მარტამდე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
* * *
"ჩიკაგოს" ბანაკიდან სხვა საინტერესო ამბებიც ვრცელდება. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს უბრუნდება გამთამაშებელი კირკ ჰაინრიხი, რომელსაც "ხარების" რიგებში ცხრიდან შვიდი სეზონი აქვს გატარებული.
ჰაინრიხმა შარშან 48
ასევე იტყობინებიან, რომ "ბულზის" შეფობამ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა იტალიელ მცველ მარკო ბელინელისთან. ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება. მარკოზე პრეტენზიას აგრეთვე "ორლანდო", "გოლდენ სტეიტი" და "ნიუ იორკი" აცხადებდნენ.
ბელინელიმ გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 66-ჯერ დაიცვა "ნიუ ორლეანის" ღირსება და ამ გუნდს საშუალოდ 11.8 ქულითა და 2.6 მოხსნით დაეხმარა.
დაბოლოს, "ჩიკაგოს" მცველი სი ჯეი უოტსონი "ბრუკლინში" გააგრძელებს კარიერას. გარიგების ვადა და ფინანსური მხარე პრესისთვის უცნობი დარჩა. 28 წლის კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა გასულ წელს 9.7 ქულასა და 4.1 გადაცემას შეადგენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"