გუშინ შედგა ლონდონის თამაშების ფინალის რეპეტიცია - ბარსელონაში ესპანეთის ნაკრებმა ამერიკას უმასპინძლა. როგორც იცით, ეს გუნდები ოთხი წლის წინ, პეკინის ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ ამერიკელებმა გაჭირვებით გაიმარჯვეს. ესპანელებმა ვერ შეძლეს რევანშის აღება.
არადა, მასპინძლებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის დასრულებამდე წუთითა და 15 წამით ადრე - 20:13 დაწინაურდნენ.
ამერიკელებმა სიტუაცია მეორე მეოთხედში გამოასწორეს. ეს კარმელო ენტონის დამსახურებაა - მან სათადარიგოთა
სწორედ მან დაიწყო 20:6 გაქცევა, რომლის შემდეგაც ანგარიში გახდა 42:32 ამერიკის სასარგებლოდ. საბოლოოდ პირველი ტაიმი სტუმრებმა რვა ქულის სხვაობით მოიგეს - 48:40.
ესპანეთის ნაკრები ამ შოკიდან მატჩის ბოლომდე ვეღარ გამოვიდა. მეორე ტაიმში სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და მალე ანგარიში 60:46 გახდა. ამას მოჰყვა რასელ უესტბრუკის ზედიზედ შვიდი ქულა და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სტუმრები 69:48-ს იგებდნენ.
თამაშის სურათიდან გამომდინარე, მეოთხე მეოთხედი ფორმალობად იქცა. თუმცა ესპანეთმა სცადა გაბრძოლება და ერთხელ 14 ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა, მაგრამ ლებრონ ჯეიმსის ზედიზედ ორი ორქულიანით ამერიკამ ისევ მოიპოვა დიდი უპირატესობა.
სწორედ ლებრონი გახდა 25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. ესპანელთა რიგებში, როგორც წესი, ყველაზე შედეგიანი იყო პაუ გასოლი 19 ქულით.
საბოლოოდ საფინალო სირენასთან ერთად დაფიქსირდა მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა - ამერიკამ 22 ქულით გაიმარჯვა - 100:78.
მატჩის დასრულების შემდეგ ამერიკელი რეპორტიორები ააფორიაქა მარკ გასოლმა, რომელიც ტრავმის გამო არ გასულა მოედანზე. "მემფისის" კალათბურთელმა განაცხადა, რომ აშშ-ის დღევანდელ ნაკრებს შანსი არ ექნებოდა 1992 წლის "დრიმ თიმის" წინააღმდეგ.
"თავისი ყველაზე უარესი თამაშით, ის გუნდი დღევანდელს 15-20 ქულის სხვაობით მოუგებდა, - განაცხადა მარკმა. - ამერიკის ნაკრებმა ძალიან უნდა მოინდომოს ამ ოლიმპიადის მოსაგებად, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ოქროს მედალს მოიპოვებენ".
ესპანეთი-აშშ 78:100
23:21, 17:27, 19:26, 19:26
ე: პ. გასოლი (19), იბაკა (16), ნავარო (11), ფერნანდესი (8), კლავერი (7), რეიესი (7), კალდერონი (4), სადა (3), სან ემეტერიო (2), ლიული (1).
ა: ენტონი (27), ჯეიმსი (25), დურანტი (13), უესტბრუკი (9), ჰარდენი (7), ბრაიანტი (6), პოლი (5), უილიამსი (4), ჩენდლერი (2), ლავი (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"