კარგი ვეტერანი "ლეიკერსისთვის"

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ ენტუან ჯეიმისონთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

გარიგების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ადრე წერდნენ, რომ ლაპარაკი იყო ერთწლიან ხელშეკრულებაზე, ხელფასი კი ვეტერანის მინიმუმის ტოლფასი იქნებოდა.

გასულ სეზონში ჯეიმისონმა "კლივლენდის" რიგებში 65 მატჩი (ყველა - სასტარტოში) ჩაატარა და საშუალოდ 17.2 ქულა, 6.3 მოხსნა და 2.0 პასი დააგროვა.

ახალ გუნდში ენტუანი მეოთხე ნომრით ითამაშებს.

* * *
მეორე ლოსანჯელესურმა კლუბმა - "კლიპერსმა" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ფრანგ თავისუფალ აგენტთან, რონი ტურიაფთან. ამ შემთხვევაშიც ლაპარაკია ერთწლიან მინიმალურ ხელფასზე
(1.146 მილიონი).

გასულ სეზონში ტურიაფი "მაიამიში" თამაშობდა და ამ გუნდს საშუალოდ 3.5 ქულითა და 4.5 მოხსნით ეხმარებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული