ანდრეი კირილენკო ნბა-ში ბრუნდება

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ანდრეი კირილენკო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბრუნდება.

კალათბურთელი "მინესოტასთან" გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც ორწლიანი იქნება და რუსი ორ სეზონში თამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ დოლარს მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კირილენკო მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ბრუკლინთან", მაგრამ მხარეები დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

ასე რომ, "მინესოტას" შემადგენლობაში მეორე რუსი კალათბურთელი გამოჩნდა: ადრე "მგლებმა" გაიფორმეს ცსკა-ს კიდევ ერთი მოთამაშე, მცველი ალექსეი შვედი.

კირილენკომ უკვე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონს NBA-ში გაატარებს. იგივე ინფორმაცია გავრცელდა ცსკა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"გადავწყვიტე, NBA-ში წავიდე. მით უმეტეს, რომ ცსკა-ში
ასეთი ძლიერი სეზონის შემდეგ მივხვდი, რომ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე გამოსვლა. 31 წლის ვარ, მაგრამ შემიძლია და მინდა თამაში. ამიტომაც კარიერას NBA-ში გავაგრძელებ"
, - განაცხადა კირილენკომ.

რუსი რუსთან მიდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული