სროლა და სისხლი საკალათბურთო ფესტივალზე

AutoSharing Option
სახელგანთქმული საკალათბურთო ფესტივალი - Entertainers Basketball Classic, რომელსაც ჰარლემის სტადიონი "რაკენ პარკი" მასპინძლობს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ატეხილი სროლის გამო შეწყდა.

ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა "ოლ სტარზე" ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებული, "გოლდენ სტეიტის" მცველი ნეიტ რობინსონი.

ამტყდარი ქაოსის დროს მან ხალხის დაცვა და წესრიგის აღდგენა სცადა.

"თამაში მოულოდნელად შეწყდა და ტრიბუნებზე კამათი წარმოიქმნა, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. - შემდეგი, რაც დავინახე, ის იყო, რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა იარაღი ამოიღო და ორჯერ გაისროლა მაყურებლების მიმართულებით".

მეორე თვითმხილველის თქმით, იმ მიმართულებით, საითკენაც ტყვიები გავარდა, ქალები და
ბავშვები იყვნენ. საერთო ჯამში, დაიჭრა ხუთი ადამიანი. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავად დამნაშავე სროლის შემდეგ სწრაფად გაეცალა პარკის ტერიტორიას, თუმცა ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია სროლის მიზეზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული