ლონდონში "დრიმ თიმი" არ მოსწონთ

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დიდი უპირატესობით აჯობა საფრანგეთის ნაკრებს, გაზეთმა "გარდიანმა" მაინც გამონახა ლებრონ ჯეიმსისა და კომპანიის კრიტიკის საბაბი.

დღევანდელი ნაკრების 1992 წლის ლეგენდარულ "დრიმ თიმთან" შედარებისას, გაზეთი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამჟამინდელი გუნდი ახლოსაც ვერ მივა მაიკლ ჯორდანსა და მის მეგობრებთან.

თანაც, კრიტიკა იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ამერიკის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობას დაუწუნეს საღეჭი რეზინის ღეჭვა სათადარიგოთა სკამზე და მათი სიყვარული სვირინგების მიმართ.

ჟურნალისტების დასკვნა მარტივია: მოიგებს თუ არა ამერიკა ოლიმპიადას? სავარაუდოდ, კი. ეყვარებათ
თუ არა ეს გუნდი რამდენიმე წლის შემდეგ? არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული