კრის პოლი რვა კვირით დაიმტვრა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერი კრის პოლი რვა კვირას გამოტოვებს მარჯვენა ხელის თითზე გადატანილი ოპერაციის გამო. ეს ინფორმაცია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვარაუდობენ, რომ 27 წლის პოლი სრულად ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გამოჯანმრთელდება და შეძლებს სეზონის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღებას. "კლიპერსი" რეგულარულ ჩემპიონატს 31 ოქტომბერს "მემფისთან" მატჩით გახსნის.

პოლმა თითი ოლიმპიადისწინა შეკრებაზე დაიზიანა, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა. თუმცა ტრავმის მიუხედავად, მან ოლიმპიადის რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლონდონში კრ
ისი საშუალოდ 8.3 ქულას, 5.1 შედეგიან გადაცემასა და 2.5 ჩაჭრას აგროვებდა. ჩაჭრების რაოდენობით ის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ლიდერი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული