დაფასება კალიფორნიულად

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა საკუთარი ლეგენდების დაფასებას აპირებს.

კლუბის შეფობამ დაადასტურა, რომ საკუთარი არენის - Staples Center-ის წინ ქარიმ აბდულ-ჯაბარის ქანდაკებას დადგამს, აგრეთვე სამუდამო მფლობელობაში გადასცემს სათამაშო ნომრებს შაკილ ო'ნილსა და ჯამალ უილქსს.

აბდულ-ჯაბარის ქანდაკებას ოფიციალურად 16 ნოემბერს წარმოადგენენ. მაიკლ უილქსის მაისურს 52-ე ნომრით, კალიფორნიული კლუბის არენის თაღზე 28 დეკემბერს დაკიდებენ, შაკილ ო'ნილის მაისურს (34-ე ნომერი) - 2013 წლის 2 აპრილს.

შეგახსენებთ, რომ აბდულ-ჯაბარმა "ლეიკერსის" შემადგენლობაში ხუთი საჩემპიონო ტიტული მოიგო და სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე. უილქსმა კალიფორნიულ კლუბში შვიდი
სეზონი გაატარა, ო'ნილმა რვა სეზონი და სამი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული