შაკილ ო'ნილი ორი მატჩისთვის ბრუნდება

AutoSharing Option
"ლეგენდარულმა ამერიკელმა ცენტრმა შაკილ ო'ნილმა, შესაძლოა, ორი-სამი მატჩი ჩაატაროს მექსიკის ჩემპიონატში კლუბ "ფუერცა რეგიას" მაისურით", - წერს ამერიკული პრესა კლუბის პრეზიდენტის ინფორმაციაზე მითითებით.

40 წლის კალათბურთელი NBA-ს ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი (1994) და ოლიმპიური თამაშები (1996), 2000 წელს რეგულარული სეზონის MVP გახდა; გარდა ამისა, სამჯერ დასახელდა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ. შაკს 15-ჯერ აქვს ნათამაშები NBA-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

* * *

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა ამერიკული პრესისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის დიდი სურვილი გააჩნია.

32 წლის გასოლმა ერთხელ უკვე გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე - ეს 2006 წელს იაპონიაში მოხდა. გარდა ამისა, პაუს კოლექციაშია 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლები, აგრეთვე, 2009 და 2011 წლების ევრობასკეტზე მოპოვებული ორი ოქრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული