მაიამი და ნიგერიელი დაძმობილდნენ

AutoSharing Option
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ფორვარდ ადამ მორისონთან", - წერს ამერიკული პრესა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის კალათბურთელმა აპრილში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო კონტრაქტი გაწყვიტა "ბეშიქთაშთან". თურქეთის ჩემპიონატის რვა მატჩში მორისონმა საშუალოდ 11.8 ქულა დააგროვა.

NBA-ში ადამმა "შარლოტისა" და "ლეიკერსის" შემადგენლობაში 161 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.5 ქულა დააგროვა. ეს კალათბურთელი 2006 წლის დრაფტზე "შარლოტმა" მესამე ნომრად აირჩია.

* * *
"ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელმა ჯერემი ლინმა განაცხადა, რომ ასი პროცენტით გამოჯანმრთელდა მუხლის ოპერაციის შემდეგ. გარდა ამისა, ჩინური
წარმოშობის კალათბურთელმა ზაფხულის განმავლობაში ორი კილოგრამი დაიგდო.

გასულ წელს ლინმა 35 მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკის" რიგებში და თავის გუნდს 14.6 ქულით, 3.1 მოხსნითა და 6.2 შედეგიანი პასით დაეხმარა.

* * *
ნიგერიელი კალათბურთელი ჩემბერლენ ოგუჩი ბედნიერი იყო ლონდონის ოლიმპიადის დროს ლებრონ ჯეიმსთან ფოტოს გადაღებით. ახლა კი მას "მაიამი ჰიტის" ლიდერთან ერთ გუნდში თამაშის შანსი მიეცა.

ცოტა ხნის წინ ოგუჩი "სან ანტონიოში" იყო გასინჯვაზე, რის შემდეგაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიგერიელი არაგარანტირებულ ხელშეკრულებას გააფორმებს "მაიამი ჰიტთან".

ლონდონის ოლიმპიადაზე ჩემბერლენ ოგუჩი ნიგერიას წარმოადგენდა. მან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 35 ქულა დააგროვა, აქედან 24 - სამქულიანებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული