NBA. 2012-13 წელი. სეზონის წინ: "დალას მავერიქსი"

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებვერდზე დაიწყო 2012-13 წლების სეზონის წინ გუნდების წარდგენა.

ლაკონური, მაგრამ ინფორმაციით დატვირთული მიმოხილვები კარგ წარმოდგენას შეგიქმნით სეზონის წინ გუნდების მზადებაზე.

დალას მავერიქსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 101 ქულა - მე-20 ლიგაში
მცველი: საშუალოდ 99,7 ქულა - მე-8 ლიგაში

წინა ხაზი
კრის კამანის გაფორმება - ხელმძღვანელობის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. მისი კონტრაქტი ერთწლიანია და დაგვეთანხმეთ - რვა მილიონი საკმაოდ ადეკვატური ხელფასია მოთამაშისთვის, რომელიც საშუალოდ მატჩში ორმაგ დუბლს აკეთებს.

თუმცა თავის სტატისტიკაში რამდენიმე მოხსნას მაინც დაკარგავს, რადგან "დალასმა" ასევე ელტონ ბრენდიც
დაიმატა, რომელიც "ფილადელფიამ" მოიშორა.

შეფასება: 5 მინუსით

უკანა ხაზი
გამთამაშებლის პოზიციაზე ძალიან სურდათ დერონ უილიამსის ხილვა, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ, მობერებული ჯეისონ კიდი და ჯეისონ ტერი "ნიუ იორკსა" და "ბოსტონში" გაუშვეს, მათ ადგილი კი ახალგაზრდა და პერსპექტიულებმა - ო'ჯეი მაიომ და დარენ კოლისონმა დაიკავეს.

შეფასება: 4

დაცვა
ბრენდონ ჰეივუდისა და იან მაინმის წასვლით, "დალასმა" სიმაღლე დაკარგა. უკანა ხაზიც არ არის მაღალი, რასაც მეტოქის გუნდის მაღალი მცველები გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად საშიში არაფერი მომხდარა, მაგრამ გაუმჯობესებაც არ არის.

შეფასება: 3 მინუსით

სათადარიგოთა სკამი
"მავერიქსს" მცველების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს - ახალბედა ჯარედ კანიგემი, დანტეი ჯონსი, როდრიგ ბობუა და დელონტე ვესტი. ფორვარდის პოზიციაზე დახმარება შეუძლიათ ვინს კარტერსა და ბრენდან რაიტს.

შეფასება: 4 მინუსით


მწვრთნელი
გასულ სეზონში "ტორონტომ" გადაიბირა დაცვის ექსპერტი დუეინ კეისი. შემდეგ "პორტლენდში" წავიდა შეტევის სპეციალისტი ტერი სტოლტსი. "დალასმა" ძლივს შეინარჩუნა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შეფასება: 4 მინუსით

საბოლოო შეფასება
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გუნდს ჯერ დერონ უილიამსის, შემდეგ კი დუაიტ ჰოვარდის გადაბირება სურდა. ამიტომაც, გუნდის მფლობელმა მარკ ქიუბანმა და მთავარმა მენეჯერმა დონი ნელსონმა გასული სეზონი ჩააგდეს და დიდად არ იზრუნეს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე.

შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია: დერონმა "ბრუკლინთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, დუაიტი კი კობი ბრაიანტთან "ლეიკერსში" წავიდა, რითაც "დალასმა" "ბ" გეგმა აამუშავა.

თუმცა "დალასს" აქვს მომავალ ზაფხულს ჰოვარდისთვის ბრძოლის შანსი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. "სურპერმენს" ძალიან უნდოდა "ორლანდოს" დატოვება, ხოლო საკუთარი ნიჭის ისეთ გუნდში რეალიზება, როგორიც "ლეიკერსია" - ერთი სიამოვნებაა.

ასეა თუ ისე, "დალასის" ხელმძღვანელობა ყოველთვის პოულობდა პრობლემების მოგვარების ვარიანტებს. ასე მოხდა ამჯერადაც, მაგრამ დაგვეთანხმებით, ჩემპიონობის პრეტენდენტობამდე ეს გუნდი ვერ ქაჩავს.

საერთო შეფასება: 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული