ყველაზე მდიდარი ფლორიდელი "მაიამი ჰიტის" მფლობელია

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" მფლობელი მიკი არისონი ფლორიდას შტატის ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელია. მისი ქონება ხუთ მილიარდ დოლარად არის შეფასებული, - წერს ამერიკული პრესა.

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში არისონი 68-ე ადგილს იკავებს. "მაიამის" გარდა, ეს ბიზნესმენი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მულტიეროვნულ კრუიზულ კომპანიას ხელმძღვანელობს.

სხვათა შორის, 2011 წლის მონაცემებით, არისონი 4.2 მილიარდის მფლობელი იყო.

შეგახსენებთ, რომ "მაიამი" 2011-12 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული