სეზონის წინ: გოლდენ სტეიტ უორიორზი

AutoSharing Option
გოლდენ სტეიტ უორიორზი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 103,1 ქულა - მე-11 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 106 ქულა – 27-ე ლიგაში

წინა ხაზი
ენდრიუ ბოგუტი კარგია მოხსნებზე და საერთო ჯამში, კარგად იცავს თავს, რაც “მეომრებს” ასე ძალიან სჭირდებათ. ის საუკეთესო პარტნიორი იქნება დევიდ ლისთვის. ჰარისონ ბარნსი, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს მეორე ფორვარდის პოზიციაზე.
შეფასება: 4

უკანა ხაზი
ახალგაზრდა მცველების წყვილი კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღებისა და ზეწოლის ქვეშ იქნება. ლიგაში პირველი შესანიშნავი სეზონის შემდეგ კლეი ტომპსონისგან მომავალ პროგრესს ელიან; სტივენ კარიმ კი უნდა სცადოს მრავალრიცხოვანი
ტრავმებისგან თავის დაღწევა, რაც მას მთელი სეზონის განმავლობაში არ აძლევდა სრული ძალით თამაშის საშუალებას.
შეფასება: 4 მინუსით

დაცვა
დაცვაში მთელი დატვირთვა ბოგუტს დააწვება მხრებზე, რომელსაც ძალიან აქებენ მრავალფეროვანი შეტევების გამო. არადა, აღიარებული ფაქტია - ის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია ლიგის ცენტრებს შორის.
შეფასება: 3 მინუსით

სათადარიგოთა სკამი
გუნდის მენეჯმენტმა შესანიშნავად იმუშავა სათადარიგოთა სკამის გასაძლიერებლად. ჯარეტ ჯეკი იქნება სარეზერვო გამთამაშებელი. ბრენდონ რაში, რომელსაც კონტრაქტი გაუგრძელეს, შემტევ მცველად ან მეორე ფორვარდად ითამაშებს დრეიმონდ გრინთან ერთად, ფესტუს ეზლი კი ცენტრის პოზიციას დაიკავებს.
შეფასება: 4

მწვრთნელი
მარკ ჯექსონს უნდა გაუგონ და აპატიონ შარშანდელი წარუმატებელი სეზონი: უამრავი ტრავმა, ნორმალური ცენტრის დეფიციტი და მონტა ელისის წასვლა – ამან გატეხა გუნდის მებრძოლი სული. ამასთან, ეს იყო მისი პირველი სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში. 2012-13 წლებში ის ვალდებულია, გააუმჯობესოს შედეგები, თუ სურს შეინარჩუნოს თავისი სამუშაო ადგილი.
შეფასება: 3 პლუსით

საბოლოო შეფასება
იმ ცერემონიის დროს, როცა “გოლდენ სტეიტის” საშინაო არენის თაღზე კრის მულინის 17-ნომრიანი მაისურა დაკიდეს, გუნდის მფლობელს მაყურებელმა უსტვინა. გულშემატკივართა მოთმინება უსაზღვრო არ არის. ოპტიმისტური მოლოდინი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა გუნდში არიან ჯანმრთელი ენდრიუ ბოგუტი და სტივენ კარი. ისინი სრულ მზადყოფნაში ხვდებიან საწვრთნელ შეკრებებს. ასევე დიდი იმედი აქვთ ახალბედა ჰარისონ ბარნსის, რომელიც დრაფტზე მეშვიდე ნომრად აირჩიეს. ობიექტურად. შემადგენლობა შარშანდელზე ძლიერია და თუ გუნდი პლეი ოფში გასვლას ვერ მოახერხებს, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ჩავარდნად ჩაითვლება.
საერთო შეფასება: 3 პლუსით

დევისი ნიქსში სკაუტინგს შეითავსებს
“ნიუ იორკ ნიქსის” გამთამაშებელი ბაირონ დევისი 2012-13 წლების სეზონს კლუბის სტრუქტურის ერთ-ერთი წევრის რანგში გაატარებს. კალათბურთელის მოვალეობებში იქნება სკაუტინგი, გუნდის საშინაო თამაშებზე გასართობი პროგრამების მოწყობა და ურთიერთობა კლუბის საქველმოქმედო ფონდთან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში დევისმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი წელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მინესოტა ახალი შენაძენი
ფორვარდმა ლუის ამუდსონმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა “მინესოტასთან”. გარიგების თანხა არ სახელდება. გასული სეზონი კალათბურთელმა “ინდიანაში” გაატარა, სადაც 60 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 3.5 ქულა და 3.7 მოხსნა დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული