სეზონის წინ: ”ლოს ანჯელეს კლიპერსი”

AutoSharing Option
ლოს ანჯელეს კლიპერსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 103,3 ქულა - მე-10 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 101,7 ქულა - მე-13 ლიგაში

წინა ხაზი
“ლეიკერსმა” სრულიად გამართლებულად გაცვალა ლიგის მეორე ცენტრი ენდრიუ ბინუმი პირველზე - დუაიტ ჰოვარდზე. ახლა კალიფორნიელებმა მაქსიმალურად უნდა მიაქციონ ყურადღება “სუპერმენის” ჯანმრთელობას, კერძოდ კი, მის ზურგს. პაუ გასოლი რჩება NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად, მეტა უორლდ პისი კი ისევ ის ძველი რონ არტესტია.
შეფასება: 5 მინუსით

უკანა ხაზი
არის თუ არა სტივ ნეში გუნდის საუკეთესო უკანახაზელი კობი ბრაიანტის შემდეგ? რა თქმა უნდა!
38 წლის ასაკშიც კანადელი ბრწყინვალე გამთამაშებელი და სნაიპერია. ის აუცილებლად შეუმსუბუქებს ბრაიანტს შრომას და კობიც უფრო დასვენებული შეხვდება პლეი ოფს.
შეფასება: 5

დაცვა
“ლეიკერსი” ღირსეულად იცავდა თავს გასულ წელს, ხოლო ჰოვარდის მოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ვალდებულია განამტკიცოს შარშანდელი შედეგი. დაცვის რიგებში საკუთარ წვლილს შეიტანს უორლდ პისიც, ოღონდ სეზონის დასაწყისს ოპტიმალურ კონდიციებში უნდა შეხვდეს. ნეშისგან დაცვაში დახმარებას არ უნდა ელოდონ, თუმცა თამაშის ამ კომპონენტში ის არ ჩამოუვარდება გუნდიდან წასულ რამონ სეშენსს.
შეფასება: 4

სათადარიგოთა სკამი
შარშან “ლეიკერსს” ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. ანტუან ჯეიმისონის გაფორმებასთან ერთად, სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ჯორდან ჰილიც უნდა გამოადგეთ, თუ ის იმ დონის თამაშს აჩვენებს, რომელიც პლეი ოფში შემოგვთავაზა.
შეფასება: 3

მწვრთნელი
მაიკ ბრაუნმა ჭირვეული ვარსკვლავების ჯგუფში გაძლების მასტერ-კლასი შემოგვთავაზა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ამოცანას მან შესანიშნავად გაართვა თავი. მას უყვარს რისკი და ამის გამო პატივისცემას იმსახურებს.
შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
როცა “ლეიკერსმა” ზედიზედ მეორე წელს ვერ შეძლო პლეი ოფის მეორე რაუნდში გასვლა, ყველას ეგონა, რომ ამ გუნდს აღარ ჰქონდა ამ შემადგენლობით არსებობის შანსი. იმისთვის, რომ კალიფორნიაში ისევ დაეწყოთ ლაპარაკი ჩემპიონობაზე, საშველად ორ მოთამაშეს უხმეს.

ჯერჯერობით ეს ორი კალათბურთელი ქაღალდზე ქმნის ვირტუალურად მაღალ შედეგს. რეალურად კი არსებობს კითხვები: შეძლებს თუ არა პაუ გასოლი გუნდის გაძღოლას იმ დროს, როცა ეს გუნდს დასჭირდება? რეალურად რა მდგომარეობაშია ჰოვარდის ტრავმირებული ზურგი? შეიძლება თუ არა მოედნის თუნდაც ერთ რომელიმე ნახევარზე მეტა უორლდ პისის ნდობა? “ლეიკერსში” გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, მაგრამ ძველი ტენდენციები შეიმჩნევა.
საერთო შეფასება: 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული